საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ირაკლი ღარიბაშვილი გაემგზავრება, რადგან პრემიერ-მინისტრის რანგში მას თურქეთში ვიზიტი არ ჰქონია.
ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის.
“ჩვენ ამის თაობაზე გვქონდა კომუნიკაცია თურქეთის მხარესთან. პირველად ხდება, რომ თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია ტარდება, პირდაპირი წესით პრეზიდენტი პირველად აირჩიეს და ალბათ, ამიტომ გადაწყვეტეს უფრო საზეიმო ვითარებაში ინაუგურაცია. იმის გამო, რომ საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტების ვიზიტების გაცვლა წელს უკვე მოხდა – მოგეხსენებათ, ბატონი გიორგი მარგველაშვილი ბრძანდებოდა თურქეთში და თურქეთის პრეზიდენტიც იმყოფებოდა საქართველოში, თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიემგზავრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი არ ყოფილა თურქეთში რაც ის პრემიერ-მინისტრია. თურქეთის მხრიდანაც იყო მოლოდინი, რომ საქართველოდან პრემიერი ჩავიდოდა", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






