საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ უცხოელებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა არ გაურთულდებათ, უბრალოდ, მათ მოუწევთ ახალი წესები დაიცვან.
მინისტრის თქმით, უცხოელი, რომელიც 6 წლის განმავლობაში საქართველოში ბინადრობის მოწმობის საფუძველზე კანონიერად იცხოვრებს, შემდეგ შეეძლება მუდმივი ცხოვრების უფლება მიიღოს.
წულუკიანის თქმით, როდესაც ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელი უკანონოდ შემოვა, მას მიეცემა საშუალება, რომ თავისი ნებით დატოვოს ქვეყანა, რადგან შემდგომში კვლავ შეძლოს კანონიერად შემოსვლა.
"ჩვენი მთავრობა აგრძელებს მიგრაციის პოლიტიკის მოწესრიგებას და ამავე დროს, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, მიგრაციის სფეროში ახალ წესებს ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჩვენი საზღვრების მართვა იყოს გაუმჯობესებული. მცდარია მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც წესები ისე მკაცრდება, რომ ჩვენთან უცხოელები ვეღარ შემოვლენ. ასევე, როცა უცხოელი ჩვენს ქვეყანაში უკანონოდ იმყოფება მას მიეცემა საშუალება ნებაყოფლობით დატოვოს ქვეყანა და მომავალში არ აეკრძალოს საქართველოში შემოსვლა”, -განაცხადა თეა წულუკიანმა.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






