94 ქვეყანის სია, რომელსაც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა ექნება
პოლიტიკა - 14:24, 26 Aug, 2014     29572

2014 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შედის ''უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ'' საქართველოს ახალი კანონი.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს:

1. ვიზის გამცემი ორგანოები

საქართველოს ვიზა გაიცემა მხოლოდ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. განსაკუთრებულ შემთხვევებში ვიზა შეიძლება გაიცეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზეც. საერთაშორისო სამართლებრივი ან ჰუმანიტარული საფუძვლებიდან ან საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, როცა უცხოელი ვერ აკმაყოფილებს ვიზის მიღებისათვის დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს; საქართველოს ნავსადგურში მდგომი გემის ეკიპაჟის წევრებზე; სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი მდგომარეობის არსებობისას ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად, ; მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლის (5 დღე) შემთხვევაში.

2. საქართველოში ყოფნის ვადა

მოკლევადიანი მიზნებისათვის განხორციელებული ვიზიტებისათვის საქართველოში ყოფნის ვადა განისაზღვრა 90 დღით ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში. აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება როგორც სავიზო, ისე იმ ქვეყნების მოქალაქეებზეც, რომლებიც გათავისუფლებული არიან მოკლევადიანი ვიზის მიღების ვალდებულებისგან.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა მოკლევადიანი მიზნებისათვის:

1 ავსტრალიის თანამეგობრობა

2 ავსტრიის რესპუბლიკა

3 აზერბაიჯანის რესპუბლიკა

4 ალბანეთის რესპუბლიკა

5 ამერიკის შეერთებული შტატები

6 ანდორის სამთავრო

7 ანტიგუა და ბარბუდა

8 არაბთა გაერთიანებული საამიროები

9 არგენტინის რესპუბლიკა

10 ახალი ზელანდია

11 ბარბადოსი

12 ბაჰრეინის სამეფო

13 ბაჰამის თანამეგობრობა

14 ბელარუსის რესპუბლიკა

15 ბელგიის სამეფო

16 ბელიზი

17 ბოსნია და ჰერცეგოვინა

18 ბოტსვანის რესპუბლიკა

19 ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა

20 ბრუნეი-დარუსალამი

21 ბულგარეთის რესპუბლიკა

22 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

23 დანიის სამეფო

24 დანიის სამეფოს ტერიტორიები - ფარერის კუნძულები და გრენლანდია

25 დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

26 დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიები - ბერმუდის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, ფოლკლენდის კუნძულები, ტერკსის და კაიკოსის კუნძულები, გიბრალტარი;

27 დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დამოკიდებული ტერიტორიები - ჯერზი, გერნზი, კუნძული მენი

28 დომინიკის რესპუბლიკა

29 ელ-სალვადორი

30 ეკვადორის რესპუბლიკა

31 ესპანეთის სამეფო

32 ესტონეთის რესპუბლიკა

33 თურქეთის რესპუბლიკა

34 თურქმენეთი

35 იაპონია

36 ირლანდიის რესპუბლიკა

37 ისლანდია

38 ისრაელის სახელმწიფო

39 იტალიის რესპუბლიკა

40 კანადა

41 კატარის სახელმწიფო

42 კვიპროსის რესპუბლიკა

43 კოლუმბიის რესპუბლიკა

44 კორეის რესპუბლიკა

45 კოსტა-რიკის რესპუბლიკა

46 ლატვიის რესპუბლიკა

47 ლიტვის რესპუბლიკა

48 ლიბანის რესპუბლიკა

49 ლიხტენშტაინის სამთავრო

50 ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო

51 მავრიკის რესპუბლიკა

52 მალაიზია

53 მალტის რესპუბლიკა

54 მექსიკის შეერთებული შტატები

55 მონაკოს სამთავრო

56 მოლდოვის რესპუბლიკა

57 მონტენეგრო

58 ნიდერლანდების სამეფო

59 ნიდერლანდის სამეფოს ტერიტორიები - არუბის და ნიდერლანდის ანტილის კუნძულები

60 ნორვეგიის სამეფო

61 ომანის სასულთნო

62 პანამის რესპუბლიკა

63 პოლონეთის რესპუბლიკა

64 პორტუგალიის რესპუბლიკა

65 რუმინეთი

66 რუსეთის ფედერაცია

67 საბერძნეთის რესპუბლიკა

68 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

69 სან-მარინოს რესპუბლიკა

70 საუდის არაბეთის სამეფო

71 საფრანგეთის რესპუბლიკა

72 საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიები - საფრანგეთის პოლინეზია და ახალი კალედონია

73 სეიშელის კუნძულები

74 სენტ-ვისენტი და გრენადინები

75 სერბეთის რესპუბლიკა

76 სინგაპურის რესპუბლიკა

77 სლოვაკეთის რესპუბლიკა

78 სლოვენიის რესპუბლიკა

79 სომხეთის რესპუბლიკა

80 ტაილანდის სამეფო

81 ტაჯიკეთის რესპუბლიკა

82 უზბეკეთის რესპუბლიკა

83 უკრაინა

84 უნგრეთი

85 ფინეთის რესპუბლიკა

86 ქუვეითის სახელმწიფო

87 ყირგიზეთის რესპუბლიკა

88 ყაზახეთის რესპუბლიკა

89 შვედეთის სამეფო

90 შვეიცარიის კონფედერაცია

91 ჩეხეთის რესპუბლიკა

92 წმინდა საყდარი

93 ხორვატიის რესპუბლიკა

94 ჰონდურასის რესპუბლიკა

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობის საფუძველზე.

საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 კალენდარული დღის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის - ლესე-პასეს (Laissez-Passer) მფლობელ უცხოელებს.

იგივე წესი ვრცელდება იმ ქვეყნის მოქალაქეებზეც, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებები უვიზო მიმოსვლის შესახებ, რომელშიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის კონკრეტული ვადები (აზერბაიჯანი, ბელარუსი, სომხეთი, ტაჯიკეთი, მოლდოვა, უზბეკეთი, უკრაინა, ყირგიზეთი).

3. გრძელვადიანი და მოკლევადიანი ვიზები

საქართველოს ვიზა შეიძლება იყოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი.

მოკლევადიანი ერთჯერადი ვიზა გაიცემა მაქსიმუმ 30 დღით.

მოკლევადიანი მრავალჯერადი ვიზა შეიძლება გაიცეს მაქსიმუმ 5 წლის მოქმედების ვადით. მოკლევადიანი ვიზის ხანგრძლივობის მიუხედავად, უცხელის საქართველოში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში 90 დღეს.

უცხოელზე, რომელსაც სურს საქართველოს ტერიტორიაზე 90 დღეზე მეტი ვადით ყოფნა სამუშაო/სამეწარმეო, სწავლის თუ ოჯახის გაერთიანების მიზნით და აკმაყოფილებს გრძელვადიანი ვიზის მიღების პირობებს, გაიცემა გრძელვადიანი ვიზა.

გრძელვადანი ვიზა გაიცემა 90 დღის მოქმედების ვადით და არის შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის ან დიპლომატიური აკრედიტაციის მიღების წინარპირობა.

გრძელვადიანი მიზნით მომავალ ნებისმიერ უცხოელს საქართველოში შემოსასვლელად ესაჭიროება ვიზა მიუხედავად მისი მოქალაქეობისა.

4. სავიზო განაცხადის შევსების წესი

სავიზო განაცხადი ივსება ელექტრონული ფორმით ვიზის მიღების მსურველი უცხოელის ან მისი წარმომადგენლის მიერ, ინტერნეტ გვერდის მეშვეობით.

შევსებული სავიზო განაცხადი უნდა ამოიბეჭდოს და ხემლოწერილი წარედგინოს ვიზის გამცემ ორგანოს უშუალოდ განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის მეშვეობით. (დიპლომატიური და სპეციალური ვიზის მისაღებად დოკუმენტები ვიზის გამცემ ორგანოს შეიძლება წარედგინოს ფოსტის საშუალებით.)

5. დიპლომატიურ წარმომადგენლობისათვის მიმართვის უფლება

უცხოელს, რომლის მოქალაქეობის ქვეყანაშიც საქართველოს არ აქვს საელჩო ან საკონსულო, შეუძლია საქართველოს ვიზის მისაღებად მიმართოს ახლომდებარე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

უცხოელი, რომელიც იმყოფება მესამე სახელმწიფოში, შეუძლია საქართველოს ვიზის მისაღებად მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მდებარე საკონსულოს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უცხოელს გააჩნია ადგილსამყოფელი ქვეყნის მრავალჯერადი შესვლა-გასვლის მოქმედი ვიზა, მოქმედი ბინადრობის ნებართვა, რომელიც მოქმედია უცხოელის მიერ მოთხოვნილი ვიზის მოქმედების ვადის ამოწურვიდან არანაკლებ 3 თვის განმავლობაში.

ამასთან, საქართველოს ვიზაზე მიმართვა შესაძლებელია განხორციელდეს არაუმეტეს 3 თვით ადრე.

6. მოწვევა

მოწვევა წარმოადგენს სპეციალურად დადგენილი ფორმის, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრულ შემთხვევებში აუცილებელია ვიზის გაცემისათვის. უცხოელის მოწვევის უფლება აქვს საქართველოში მყოფ საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს ბინადრობის ნებართვის მქონე პირს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს. იმ შემთხვევაში თუ დადგება უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხი, უცხოელის გაძევებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს გაიღებს გასაძევებელი პირი ან მისი მომწვევი პირი.

7. საქართველოს ტერიტორიაზე ვიზიტის ხანგრძლივობის შეცვლა

შეუძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზის გრძელვადიანი ვიზით შეცვლა. ისევე, როგორც მოკლევადიანის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან განთავისუფლებული ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გრძელვადიანი ვიზის მიღება, გარდა მე-9 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა.

8. მოსაკრებელი

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ საქართველოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვიზის გაცემის საკითხის განხილვისთვის საკონსულო მოსაკრებელი შეადგენს 50 აშშ დოლარს.

საკონსულო მოსაკრებლისგან თავისუფლდებიან:

ა) პირები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

გ) საქართველოს მოქალაქეების უცხოელი ოჯახის წევრები ვიზების გაფორმებისას;

დ) ოფიციალური დელეგაციის წევრები საქართველოს ვიზების გაფორმებისას;

ე) პირები დიპლომატიური და სპეციალური საქართველოს ვიზების გაფორმებისას;

ვ) საქართველოს საპატიო მოქალაქეები და საქართველოს საპატიო კონსულები საქართველოს ვიზების გაფორმებისას

9. 2014 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოში შემოსულ უცხოელთა საყურადღებოდ

იმ უცხოელებს, რომლებიც ახალი კანონის ძალაში შესვლამდე შემოვიდნენ საქართველოში შეუძლიათ გააგრძელონ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა, ძველი წესის შესაბამისად. თუმცა, თუ ამ პერიოდში ისინი დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას, ხელახლა შემოსვლისას მათზე გავრცელდება ახალი კანონის მოთხოვნები.

იმ უცხოელებს, რომლებიც ფლობენ 2014 წლის 1 სექტემბრამდე გაცემულ საქართველოს მოქმედ ვიზას, უფლება აქვთ აღნიშნული ვიზის საფუძველზე ნებისმიერ დროს შემოვიდნენ საქართველოში.

გარდამავალი პერიოდისთვის, იმ უცხოელებს, რომლებსაც საქართველოში შემოსასვლელად არ ესაჭიროებოდა ვიზა ან რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა 2014 წლის 1 სექტემბრამდე გაცემული ვიზის საფუძველზე, საშუალება მიეცემათ 2014 წლის 1 სექტემბრის შემდგომ გრძელვადიანი ვიზის მიღების მიზნით სავიზო განაცხადი და სხვა საჭირო დოკუმენტები წარმოადგინონ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში.


ნინა გოლოშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42