აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არც ვაშინგტონი ცნობს. საგანგებო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გააკეთა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ და ყურადღება ჟენევის ფორმატის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„ვაშინგტონი არ ცნობს აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და შესაბამისად, არც მის შედეგებს აღიარებს. ჩვენი პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით უცვლელია, ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, 2008 წლის აგვისტოს შეთანხმებით აღებული ყველა ვალდებულება შეასრულოს, ეს ითვალისწინებს სამხედროების გაყვანას კონფლიქტამდე არსებულ რეგიონებზე, საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შეცვლას და ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალ შეშვებას ამ რეგიონებში. ჩვენ ასევე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს“, - აცხადებენს აშშ-ს ადმინსიტრაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






