აჭარაში სპეციალური ვიზიტით ავტონომიური რეგიონის თავმჯდომარის მოადგილე აირქენ ტუნიაზისთან ერთად ჩინეთის კერძო კორპორაციის "ჰულიანგ ჯგუფის" პრეზიდენტი მი ენ-ჰუა, ოფიციალური პირები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
სტუმრები რეგიონის ბიზნეს და ტურისტული პოტენციალს გაეცვნენ. სპეციალურად დელეგაციის წევრებისთვის აჭარის სოფლის მეურნეობის , ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებისა და ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პრეზენტაციები გამართეს.
„აჭარაში მათი დაინტერესების სფეროები ძირითადად სოფლის მეურნეობა და ტურიზმია. დღეს ამ მიმართულებით სპეციალური პრეზენტაცია გავუმართეთ, სადაც ჩვენი რეგიონის პოტენციალი წარმოვაჩინეთ. გავაცანით საპრივატიზაციო ობიექტები ბათუმსა და ქობულეთის ტერიტორიაზე, სადაც სასტუმროების მშენებლობაა შესაძლებელი. ვფიქრობთ დაინტერესება არის და ჩვენ მუშა ჯგუფებს შევქმნით, რომლებიც კონკრეტულ საკითხებზე მუშაობას დაიწყებენ.“-განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად რეგიონის სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებიც დაესწრნენ.
"ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში ინვესტიციებს 2007 წლიდან ახორციელებს. ინვესტიციის საერთო რაოდენობა 2014 წლის ბოლოსთვის 250 000 000 $ იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






