ქვეყანაში სახეზეა ,,უძრაობის ხანა“ - დიმიტრი შაშკინი NDI-ს კვლევებს აფასებს
პოლიტიკა - 16:04, 25 Aug, 2014     2747
,,უძრაობის ხანა“ ქვეყანაში და ე.წ. ,,Deliver“-ი, რომელსაც მთავრობა ვერ აკეთებს, - თავდაცვისა და განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ,,ნიუპოსტთან“ ინტერვიუში ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს აფასებს. ხალხის წინაშე მდგარი პრობლემები - უმუშევრობა, სოციალური პრობლემატიკა, ფასების ზრდა - ეს ის საკითხებია, რომელზეც კვლევის თანახმად, მოსახელობა ძირითად აქცენტს აკეთებს.

_ნებისმიერი პროფესიონალისთვის მთავარი არის კვლევის პირველი ბლოკი, სადაც ხდება კვლევის შეფასება მოსახლეობის საერთო განწყობის მიხედვით. როგორც ვხედავთ აქ ჩვენ საქმე გვაქვს სრულ ჭაობთან. ასეთი პერიოდი ჰქონდა საბჭოთა კავშირს, რომელსაც ,,უძრაობის ხანა“ უწოდეს, ეს იყო ბრეჟნევის ეპოქა, როცა არაფერი არ ხდებოდა. კვლევის მიხედვით, დახლოებით, 38% თვლის, რომ ქვეყანა საერთოდ არ ვითარდება და ეს ჩემი აზრით არის საგანგაშო. მთავარი არის სწრაფი განვითარება. ჩვენ ვცხოვრობთ გლობალიზაციის პირობებში, როცა კონკურენციაში შევდივათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან. ჩვენ არ გვაქვს ოქრო, ნავთობი, გაზი და ა.შ. რაც შეიძლება რომ გავყიდოთ, ჩვენთვის მთავარი არის ინვესტიციები. ინვესტორმა რატომ უნდა ჩადოს ფული ქვეყანაში, რომელიც არ ვითარდება, ინვესტორს ვერავინ დაარწმუნებს, რომ მონტენეგრო უფრო ნაკლებია რამით, ვიდრე საქართველო. თუ იქ განვითარების ფაქტი სახეზეა, ინვესტიციას იქ ჩადებს. კვლევის მიხედვით ჩვენ ვნახეთ, რომ ქვეყანა არის გახლეჩილი - მოსახლეობის 38% თვლის, რომ ქვეყანა არ ვითარდება და ამას ემატება ის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეს ერთი, რაც ამკვლევაში თვალშისაცემია და ძალიან მნიშნელოვანია ეკონომიკისთვის. ამდენად, ეკონომიკურმა გუნდმა ეს უნდა გაითვალისწინოს და სწორი ნაბიჯები გადადგას.

მეორე, რაც თვალშისაცემია, არის ის, რომ მთავრობა ვერ აკეთებს ე.წ. ,,Deliver“-ს, რაც პოლიტიკაში ძალიან მიღებული სიტყვაა, ანუ მთავრობა ვერ ქმნის პროდუქს, ის ვერ ახერხებს ამის მიტანას ადრესატამდე, ვერც უმუშევრობის, ვერ სტაბილურობის, ვერც იმ სფეროში რომელზეც ამაყობს, რომ პროგრესი აქვს, მაგალითად რუსეთთან ურთიერთობის კუთხით. ხალხის წინაშე მდგარი პრობლემები - უმუშევრობა, სოციალური პრობლემატიკა, ფასების ზრდა და ა.შ. ვერცერთი ამ მიმართლებით ვერ დაინახავთ მოსახლეობის აშკარა კმაყოფილებას. ჯანდაცვის კუთხითაც რომ შევხედროთ, აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ უკეთესობა არ არის. ეს არის საგანგაშო ხელისუფლებისთვის. საბჭოთა კავშირი განადგურდა სწორედ ,,უძრაობის ხანის“ გამო, ეკონომიკას ვგულისხმობ, ამ დროს ინვესტიცია ვერ შემოდის, სამუშაო ადგილები და შესაბამისად დოვლათი ვერ იქმნება. ამ კვლევის შედეგად ჩვენ სახეზე გვაქვს სწორედ ,,უძრაობის ხანა“ და ეს არ იცვლება, ეს არ არის ამ წუთას მომხდარი, ეს ემთხვევა ბოლო 6 თვის კვლევას.

_ხშირად საყვედურობენ ამ ხელისუფლებას იმაში, რომ მთავრობა მის მიერ გაკეთებული საქმის სრულყოფილი პიარის წარმოებას ვერ ახდენს. პოლიტტექნოლოგიების თვალსაზრისით, რამდენად შეიძლება იყო ეს მიზეზი იმისა, რომ მოსახლეობა ვერ ხედავს ქმედით ნაბიჯებს.

_შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მთავრობის პიარი არ ვარგდა და ამიტომ ხალხი ვერ ხედავს შედეგს. ვერ დავეთანხმები, რადგან არის თემები, რომელსაც მთავრობა აპიარებს, მაგალითისთვის ჯანდაცვის რეფორმა, რუსეთთან ურთიერთობა და კომუნალური გადასახადები. ამ სამ საკითხს მთავრობა აპიარებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოსახლეობა შედეგს ვერ ხედავს, ანუ ეს არის რეალობა და არა ცუდი პიარის შედეგი.

_პიარის თემა რომ გავაგრძელოთ, როგორ ფიქრობთ, ამ ორი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ, მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მეტი აქცენტის ნაცვლად, უფრო დიდი დრო ხომ არ დაუმო ე.წ. სამართლიანობის აღდგენის თემას, რომელზედაც იყო საუბარი, რომ ეს არის სწორედ მოსახლეობის დაკვეთა?

_არ ჩამითვალოთ ცინიზმში, მაგრამ ცნობილ მაგალითს მოვიყვან - მიეცით ხალხს პური და სანახაობა. ყველას, ვისაც ოდნავ ესმის პოლიტტექნოლოგიების, დაგიდასტურებთ, რომ სანახაობა არ არის ის იარაღი, რომლითაც შეგიძლია ისროლო ძალიან ბევრი ტყვია, სანახაობა შენს ხელში ეს არის სანადირო ორლულიანი თოფი, საიდანაც შეგიძლია გაისროლო ერთი-ორი ტყვია, მერე უკვე ეს არ მუშაობს. პოლიტტექნოლოგები სანახობას ადარებენ სწორედ არა ტყვიამფრქვევს, არამედ ორლულიან სანადირო თოფს. შიეძლება რაღაც მომეტში ამით გადაფარო, მაგრამ მერე ხალხი ითოხვს პურს - ის არ ითხოვს მარსიდან ჩამოტანილ ბრილიანტს, ის ითხოვს იმას, რაც ეკუთვნის - სამუშაო ადგილებს და კარგ ცხოვრებას, რისთვისაც არსებობს ნებსიმიერი მთავრობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42