საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპის და აშშ-ის ხელისუფლების ლიდერების სატელეფონო საუბრები შეაფასა.
ზალკალიანის განცხადებით, ჯო ბაიდენს და ირაკლი ღარიბაშვილს შორის სატელეფონო საუბარი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, რაც მსგავსი სახის ფორმატისთვის არადამახასიათებელია და მიანიშნებს, რომ აშშ საქართველოს მხარდაჭერას ძალიან მნიშვნელოვანად მიიჩნევს.
„მნიშვნელოვანია სატელეფონო საუბრები, რომელიც ბოლო პერიოდში იმართება საქართველოს პრემიერსა და ევროპის და აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგებლებსა და ლიდერებთან. თუნდაც ის ფაქტი, რომ ბაიდენთან საუბარი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, რაც უჩვეულოა მსგავსი სახის ფორმატისთვის, მინიშნებს იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აშშ-სთვის საქართველოს მხარდაჭერა, ასევე ჩვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ის მხარდაჭერა, განსაკუთრებით, ნატო-ს მოახლოებული სამიტის ფონზე. ამ საუბრის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და იმ მისწრაფებისადმი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ასევე, ჩვენ, რა თქმა უნდა, კვლავაც გავაგრძელებთ იმ კურსს, რომელიც დღემდე გვქონდა”, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






