დიდუბის რაიონში ქსელის რეაბილიტაციის მიზნით, დღეს გარკვეულ ქუჩებს გაზის მიწოდება შეუწყდებათ. ამის შესახებ განცხადებას შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 25 აგვისტოს 11.00 საათიდან 17.00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება აგლაძის ქ. #26-ის კორპუსების, წერეთლის გამზირის #67, 69, 71, 73, 75, 77, 79, 110, 112, წერეთლის გამზირის #9, 10, 11, 12, 13 კორპუსების, ხოშარაულის ქ. #22, 24, 27, სამტრედიის ქ. #11-ის მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ მსხვილ კომერციულ კომუნალურ, საზკვების ობიექტებს. მათ შორის შპს ,,კოკა-კოლას", პურის ქარხანა ,,იფქლს", დიდუბე პლაზას", გაზგასამართ სადგურს სტანისლავსკის ქუჩის კუთხეში და სხვა.
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. გაზის დანადგარებთან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ავარიებზე კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის.
მასალის გამოყენების პირობები






