ისე, ივანიშვილმა რამდენი ქვითარი შეიძლება გამოფინოს? - ბესელია „wehelp“-ის აქციაში ერთვება
სოც.მედია - 10:41, 25 Aug, 2014     4785

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სოციალური ქსელის საშუალებით საყოველთაო აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ წყლის გადასხმას არ აპირებს, თუმცა თანხას „სოლიდარობის ფონდში“ და „wehelp“-ში გადარიცხავს.

„დღეს ჩამოვფრინდი საქართველოში, თითქმის 2 დღეა გზაში ვართ. სხვათაშორის სოლიდარობის კონფერენციაზე ვიყავით მე და ჩემი კოლეგები , რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ეხება ჩრდ.კორეაში. მითხრეს რომ ჩიორამ გამომიწვია :–))) ამ აქციის წესებს გადავხედე, იდეა – ჩაერთო სოლიდარობის აქციაში და დაეხმარო. თანხით ადამიანებს, რომელთაც ჭირდებათ ამიოტროპიული ლატერალური სკლეროზის მკურნალობა–გამოკვლევა–კეთილშობილურია. მე ყველა ტიპის სოლიდარობის და ქველმოქმედების აქციას ვუერთდები როგორც წესი, რომლითაც ადამიანებისთვის სიკეთე შეიძლება ვაკეთოთ.


რაც შეეხება ცივი წყლის გადასხმას, როგორც წავიკითხე, წყალს ისხამს ის, ვინც არ იხდის თანხას ან იხდის მხოლოდ 10 დოლარს. ამიტომ წყალს კი არ გადავისხამ, სოლიდარობის კამპანიაში ჩავერთვები და „wehelp“-ში და ამავე დროს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაფუძნებულ სოლიდარობის ფონდშიც აქტიურად მივიღებ მონაწილეობას. ეს უფრო გასაგებია ჩემთვის და საერთოდ სიკეთის კეთებას ასეთი აფიშირება და ქვითრების დემონსტრირება არ უხდება...ისე ბიძინა ივანიშვილმა რამდენი ქვითარი შეიძლება გამოფინოს?! უჩუმრად რომ აკეთებდა სიკეთეს მადლი არ ქონდა ქვითრების გარეშე?


ვისაც შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია სოლიდარობის და სიკეთის აქციაში სულ უნდა ვიყოთ ჩართული“,- წერს ეკა ბესელია „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.


ნინა შადური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42