,,სოციალურ ქელებში დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩოდან და საკონსულო დაწესებულებაში ამ დროისთვის არ შესულა ინფორმაცია ქართველები დაღუპვის თაობაზე, ილოვაისკში მომხდარი ინციდენტის დროს. ცნობას არ ადასტურებენ უკრაინის ოფიციალური სტრუქტურები. საკონსულო კვლავაც გააგრძელებს, ყველა შესაძლო არხებით, სოციალურ ქელში დღეს გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტერორისტებმა ილოვაისკში ის ტერიტორია დაბომბეს, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად ქართველები იბრძვიან, თუმცა ქართველების მხრიდან მსხვერპლი არ ყოფილა. უკრაინელების მხრიდან დაღუპულია ერთი, ხოლო სამი სამხედრო დაჭრილია. ,,40 წუთის განმავლობაში, შეუწყვეტლივ იბომბებოდა ჩვენი ეზო. ისროდნენ ჰაუბიციდან და ტანკიდან. სამი დაჭირილია და ერთი დაღუპული", - წერს ქართველი სამხედრო ირაკლი ქურასბედიანი სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






