საქართველოს საგარეო უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 12:43, 24 Aug, 2014     2225
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ჩატარების აქტი წარმოადგენს ოკუპაციისა და ასობით ათასი ადამიანის ეთნიკური წმენდის დაფარვის მორიგ წარუმატებელ მცდელობას, - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და მას სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპების სრულ უპატივცემულობასა და უგულებელყოფას უწოდებს.

,,2014 წლის 24 აგვისტოს, აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში იმართება ე.წ. რიგგარეშე „საპრეზიდენტო არჩევნები". აღნიშნული უკანონო აქტი წარმოადგენს დემოკრატიული მმართველობის მოჩვენებითი ელემენტებით ოკუპაციისა და ასობით ათასი ადამიანის ეთნიკური წმენდის დაფარვის მორიგ წარუმატებელ მცდელობას.

უკანასკნელი 20 წლის მანძილზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან გამოდევნილ პირებს წაერთვა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება, ხოლო რეგიონებში დარჩენილი მცირერიცხოვანი ქართული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, უპირველესად მათი სამოქალაქო, ეკონომიკური და სოციალური უფლებები ყოველდღიურად ირღვევა საოკუპაციო რეჟიმების მიერ. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ მიმართული დე ფაქტო კონტროლის განმახორციელებელი რეჟიმის განცხადებები, რომლებიც ითვალისწინებს მათ კიდევ უფრო შევიწროებას და რიგ შემთხვევებში გამოდევნას.

ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით მძიმე მდგომარეობის პარალელურად, გრძელდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების უგულებელყოფა. საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლისა და იქ არსებული ვითარების ასახვის შესაძლებლობა. გრძელდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შეთანხმებული ფორმატისა და დღის წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი პრაქტიკული საკითხების განხილვას.

2014 წლის 24 აგვისტოს აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში უკანონოდ ორგანიზებული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები" წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, უპირველესად სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპების სრულ უპატივცემულობასა და უგულებელყოფას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მისი ურყევი პოზიციის შესაბამისად, დაგმოს აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ ჩატარებული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები", - ნათქვამია საგარეო უწყების სპეცალურ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42