გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
პოლიტიკა - 11:59, 24 Aug, 2014     1480
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. პრეზიდენტმა ქართველი ერის სახელით თანადგომა გამოუხატა უკრაინელ ხალხს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისათვის ბრძოლაში.

ბატონო პრეზიდენტო, პირადად ჩემი და საქართველოს მოქალაქეთა სახელით გულითადად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს - უკრაინის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს. ჩვენს ხალხებს საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს. ჩვენ ერთად ვიბრძოდით საბჭოთა რეჟიმისაგან დამოუკიდებლობისათვის. თავისუფლების მოპოვების შემდეგ, ორი ათწლეულის განმავლობაში, სახელმწიფოებრიობის შენების პროცესში მუდამ მხარში ვედექით ერთმანეთს.

თქვენს ერთგულ მხარდამჭერებად ვრჩებით ახლაც, როდესაც უკრაინას კვლავ უწევს საკუთარი არჩევანის დაცვა, სუვერენიტეტის განმტკიცებისათვის ბრძოლა. დღეს ჩვენ გვამოძრავებს სურვილი, საკუთარი ძალისხმევა მაქსიმალურად ეფექტიანად შევუერთოთ საერთაშორისო საზოგადოების ქმედით მხარდაჭერას უკრაინის თავისუფლებისადმი. სამწუხაროდ, ამ ბრძოლას თან ახლავს აუნაზღაურებელი ადამიანური მსხვერპლი. ქედს ვიხრი უკრაინისათვის დაღუპული გმირების წინაშე. მათი ნათელი ხსოვნა სამარადისოდ შთააგონებს ყველას, ვისთვისაც თავისუფლება - უზენაესი ადამიანური ფასეულობაა. ღრმად მწამს, რომ იმ დრამატული მოვლენებიდან, რომლებმაც მსოფლიო საზოგადოება შეძრა, უკრაინა გამარჯვებული გამოვა. ეს გამარჯვება კი მხოლოდ გააძლიერებს უკრაინის სახელმწიფოს, კულტურისა და ხალხის თვითმყოფადობას, გახდება ქვეყნის აღორძინებისა და უკეთესი მომავლის წინაპირობა.

ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ მომავლის შესახებ და მოხარული ვარ, რომ თანამოაზრენი ვართ. ეს ბუნებრივია, რადგან ის, რაც ერთ ქვეყანაში ხდება – გაკვეთილია მეორისათვის. ჩვენ ერთმანეთის გამოცდილება გვასწავლის, გვზრდის და გვაძლიერებს. ჩვენ ერთი გვაქვს მიზანი, საერთო გვაქვს პრობლემები, ვიზიარებთ საერთო ფასეულობებს და ხვალინდელ დღესაც საერთო პერსპექტივაში ვუმზერთ - ჩვენს ქვეყნებს ევროპის დემოკრატიულ, განვითარებულ ერთა დიდი თანამეგობრობის ღირსეულ წევრთა შორის ვხედავთ. არ არსებობს ძალა, რომელიც შეიძლება წინ აღუდგეს ამ მისწრაფებას. მჯერა, რომ ჩვენი ხედვა მალე იქცევა რეალობად და მზად ვარ თქვენთან, ყველა ჩვენს მეგობართან, მსოფლიოს პროგრესულ თანამეგობრობასთან ერთად დაუღალავად ვიშრომო მის მისაღწევად. გთხოვთ, გადასცეთ ჩემი და საქართველოს მოქალაქეთა საუკეთესო სურვილები და გულწრფელი თანადგომა მოძმე უკრაინელ ხალხს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42