ღარიბაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩართვა ჩინურ კომპანიებს შესთვაზა
პოლიტიკა - 22:37, 23 Aug, 2014     1851
აბრეშუმის გზა საქართველოს შესაძლებლობას უჩენს, განავითაროს ეკონომიკა, ვაჭრობა, დაამყაროს ახალი კავშირები, უკეთ წარმოაჩინოს ტრადიციები, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „აბრეშუმის გზის“ პროექტის დასკვნითი შეხვედრის მონაწილეებს.

მთავრობის მეთაურმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოს 21-ე საუკუნეში კვლავ ეძლევა საშუალება, შეასრულოს თავისი ისტორიული ფუნქცია.

„დღეს კიდევ ერთხელ მეძლევა საშუალება, აღვნიშნო საქართველოს ისტორიული როლი და ფუნქცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოდითგანვე ეკისრებოდა, როგორც ორი გეოპოლიტიკური არეალისდამაკავშირებელს, რადგან ის დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე იყო მოქცეული.გვერდიგვერდ არსებობდა ორი ცივილიზაცია და მათ შორის სავაჭრო-კულტურული კავშირები აბრეშუმის დიდ გზაზე გადიოდა. საქართველო ამ ორი სამყაროს გზაჯვარედინი, აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი იყო ყოველთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის განვითარებას.

მთავრობის მეთაურმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ ის ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

პრემიერი სიტყვით გამოსვლისას ასევე შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხს და ჩინურ კომპანიებს აღნიშნულ პროექტში ჩართვა შესთავაზა.

„ჩვენ მივესალმებით და ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ ნებისმიერი ახალი ინვესტორის შემოსვლას საქართველოში. აბრეშუმის გზა ცივილიზაციათა კვეთის უძველესი გზაა, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მაშინდელი მსოფლიოს განვითარებასა და წინსვლაში. მჯერა, რომ დღეს, ამ გზისთვის ახალი დატვირთვის მინიჭება, ახალი განვითარების დასაწყისი გახდება; ჩემი ქვეყნისთვის კი - მეტი წარმატებისა და კეთილდღეობის მომტანი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42