ღარიბაშვილი „აბრეშუმის გზის“ საერთაშორისო ტურის დასკვნითი შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს
პოლიტიკა - 16:03, 23 Aug, 2014     1296

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში დღეს საერთაშორისო ტურის - "მოგზაურობა ათი ათას კილომეტრიან აბრეშუმის გზაზე" მონაწილეებთან დასკვნით შეხვედრას დაესწრება.

მთავრობის მეთაური შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და საქართველოს, როგორც „აბრეშუმის გზის“ განუყოფელ ნაწილის როლსა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარების გეგმებზე ისაუბრებს.

„აბრეშუმის გზის“ მასშტაბური პროექტი, რომელიც პოლიტიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო კავშირების, სავალუტო ბრუნვისა და ხალხთა მეგობრობის გაძლიერებას ისახავს მიზნად, ჩინეთის მთავრობას ეკუთვნის.

„აბრეშუმის გზის“ ქვეყნების ეკონომიკური სარტყელის განვითარების კონცეფციის შესაბამისად, ჩინეთის საგარეო და ინფორმაციის სამინისტროების მხარდაჭერით 20 ივლისს, პირველად, ისტორიული „აბრეშუმის გზის“ სათავიდან, სტარტი აიღო მასშტაბურმა კულტურულ-ეკონომიკურმა ექსპედიციამ, რომლის შემადგენლობაში არიან წამყვანი საინფორმაციო საშუალებების ჟურნალისტები, მეცნიერები და სახელმწიფო სექტორში დასაქმებული პირები.

დელეგაცია ყველა იმ ქვეყანას სტუმრობს, სადაც „აბრეშუმის გზა“ გაივლის და მათ ეკონომიკურ, საინვესტიციო, ტურისტულ, კულტურულ და ისტორიულ მდგომარეობას გაეცნობა.

თავდაპირველად პროექტში, საქართველო არ მოისაზრებოდა და მარშრუტი სოჭის გავლით, თურქეთისკენ მიემართებოდა, თუმცა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით საქართველო პროექტში ჩაერთო.

„მოგზაურობა ათი ათას კილომეტრიან აბრეშუმის გზაზე“ მომავალი ექვსი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ექსპედიციის შემადგენლობა ყოველწლიურად შეიცვლება.

საერთაშორისო ტურის დასკვნითი შეხვედრა ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ასევე აჭარის მთავრობისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42