თბილისი თავისუფლების ჯაჭვის აქციას უერთდება. უკრაინის საელჩოსთან აქციის მონაწილეებმა დღეს პატივი მიაგეს 25 წლის წინ ანტისაბჭოთა აქციის მონაწილეებს და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას ღიად დაუჭიროს მხარი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, უკრაინის ბრძოლას რუსული სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ.
„სამწუხაროდ ჩვენ ვიცით ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, ისინი კმაყოფილდებიან ნახევარი განცხადებებით, თითქოს უკრაინას უჭერენ მხარს, თუმცა, ისინი პრინციპულად უარს აცხადებენ, რომ პუტინის რეჟიმს დაუპირისპირდნენ და პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუხატონ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. მათ არ ესმით, რომ გარდა მორალური ვალდებულებისა, ეს არის ჩვენი პრაგმატული სახელმწიფოებრივი ნაციონალური ინტერესი და ეს ძალიან სამწუხარო და სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა გიგა ბოკერია.
მასალის გამოყენების პირობები






