საბაჟო პუნქტი "ყაზბეგი" მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს - ხადური
პოლიტიკა - 19:25, 22 Aug, 2014     1757

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ დარიალის ხეობაში გზის გახსნის შემდეგ საბაჟო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

მინისტრის თქმით, ამ დროისთვის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგზე" სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი კონკრეტულად ცნობილი არ არის, თუმცა ზიანი მნიშვნელოვანია.

"ჯერჯერობით ზიანის კონკრეტულ მოცულობასა და რაოდენობაზე საუბარი ზედმეტია. სამწუხაროდ, ზიანი მნიშვნელოვანია. ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის სამი ნაგებობიდან ორი ქვით და ლამითაა დაფარული. დაახლოებით ნახევარ მეტრამდე ნაშალი შეტანილია შენობაში და მისი გამოტანა აუცილებელია. დაზიანებულია ხელბარგების სკანერი, კომპიუტერული ტექნიკა, გათბობის და ელექტრომომარაგების სისტემა. სავარაუდოდ დაზიანებულია მანქანების სკანერი და სასწორი. საბოლოო ჯამში ეს საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება. თუმცა, მიუხედავად იმისა, ჩვენ მოვახერხებთ თუ არა სკანერის აღდგენას, გზის გახსნასთან ერთად საბაჟო გააგრძელებს ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას. ამ წუთებშიც კი ერთ-ერთი შენობის ქვეშ თერგის ნაწილი მიედინება“,- განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისივე განცხადებით, ერთი შენობა სტიქიას სრულიად გადაურჩა.

„ეს არის გამსვლელი დარბაზი. იქ არ შესულა წყალი. მიმღები დარბაზი და ტრანსპორტის შემოსავლელი გეიტები არის დაზიანებული და ერთ-ერთი შენობის დანგრევის საფრთხე არის. თუმცა იმედი გვაქვს გადავარჩენთ", - აღნიშნა ხადურმა.


ნინა შადური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42