ნარმანიას განცხადებით, სექტემბრის ბოლოს კომპანია “სითი პარკი” მოამზადებს წინადადებებს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.
“ჩვენ ძალიან დეტალური ინფორმაცია მოვთხოვეთ მათ, მათი ფინანსური მაჩვენებლების, აუდიტის დასკვნის შესახებ, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და ამ დამატებითმა ინფორმაციამ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი უნდა მოგვცეს. სექტემბრის ბოლო არის ის დრო, როდესაც კომპანია “სითი პარკი” თავის მხრივ მოამზადებს წინადადებებს ხელშეკრულებაში ცვლილებებთან დაკავშირებით, თბილისის მერია კი ჩვენის მხრივ მოვამზადებთ ცვლილებების პროექტს და შევაჯერებთ ამას. ხელშეკრულების არსებობა ასეთი ფორმით, პირდაპირ ვიტყვი, რომ მხოლოდ და მხოლოდ კომაპანია “სითი პარკისა” და მასთან დაკავშირებული პირების წისქვილზე ასხამს წყალს”, - განაცხადა ნარმანიამ.
„სითი პარკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლევან ტაბიძე აცხადებს, რომ თანხებთან დაკავშირებული ნებისმიერ ტრანზაქცია აბსოლუტურად გამჭვირვალეა.
“სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კომპანიის წინააღმდეგ მსგავსი ბრალდებების ისმის, თუმცა უნდა ითქვას, რომ აბსოლუტურად ყველა ტრანზაქცია, რომელიც შეეხება “სითი პარკში” თანხების მიმოსვლას, არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ყოველთვიური ანგარიში მიეცემა ხოლმე მერიას ამ თანხების შესახებ, ასევე მერიის სპეციალურ სამსახურებს ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ, რომ ნახონ კონკრეტული თანხების ტრანზაქციების შესახებ”, - აღნიშნა ტაბიძემ.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






