იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გაფრთხილებას აქვეყნებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალია კიდევ ერთხელ ეხმაურება აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმებსა და ცალკეულ იტალიურ კომუნებს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებებს და აღნიშნავს, რომ იტალიის ეროვნული კანონდებლობის მიხედვით, მსგავსი სახის შეთანხმებებს ძალა არ აქვს.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში იტალიის საელჩოსთვის გაგზავნილ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი სახის აქტები გაუქმებულია, მათ შორის იტალიის ასიზის კომუნამ 2013 წლის 3 ივლისს გააუქმა აღნიშნული შეთანხმება აფახზეთის სეპარატისტულ რეჟიმთან. ასევე საგანგებო გაფრთხილება გამოქვეყნდა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტის „ეკონომიკური დიპლომატიის“ განყოფილებაში, განცხადებაში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისა და იქ საქმიანობის თაობაზე საქართველოს მიერ დადგენილ წესებზე.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს იტალიის ხელისუფლების მხრადაჭრას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში",-აღნიშნულია განცხადებაში.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






