საგარეო საქმეთა სამინისტრო საპატიო კონსულების პრეტენზიებს პასუხობს
პოლიტიკა - 14:14, 22 Aug, 2014     619

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ახალ საპროტოკოლო რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოში მოღვაწე საპატიო კონსულების მიერ გავრცელებულ განცხადებებს თვალს ყურადღებით ადევნებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ოფიციალური გვერდის საშუალებით ავრცელებს.

"საზოგადოების სწორი ინფორმირების და ამ თემის ირგვლივ დამატებითი ინტერპერტაციების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ განვმარტოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი.

„დიპლომატიური პროტოკოლის სახელმძღვანელო" წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც თავმოყრილია საქართველოში დიპლომატიური მისიით მყოფი პირის საქმიანობასთან დაკავშრებული საპროტოკოლო წესები და რეგულაციები.

ჩვენს მიერ შედგენილი დოკუმენტი სრულად არის დაფუძნებული ვენის 1961 და 1963 წლის კონვენციებზე. შესაბამისად, „დიპლომატიური პროტოკოლის სახელმძრვანელოთი" საპატიო კონსულებს ენიჭებათ ზუსტად ის პრივილეგიები და იმუნიტეტები, რაც მათ საკონსულო ურთიერთობათა შესახებ 1963 წლის 24 აპრილის ვენის კონვენციით ეკუთვნით.

აღსანიშნავია, რომ საპატიო კონსულები აქამდე სარგებლობდნენ იმავე პრივილეგიებით, როგორც კარიერული დიპლომატები, ეს კი სცილდებოდა საკონსულო ურთიერთობათა შესახებ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციის 3-ე თავის ჩარჩოებს, რომლებიც კონკრეტულად საპატიო კონსულებს ეძღვნება. შედეგად, შესაბამისად, ცალკეულ შემთხვევებში ირღვეოდა საქართველოს კანონმდებლობა.

გვსურს ცალსახად აღვნიშნოთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილი დოკუმენტი არ ზღუდავს საპატიო კონსულის სტატუსის მქონე პირის უფლებებს საქართველოში და პირიქით, ხელს უწყობს მათ კომპეტენციის ფარგლებში მინიჭებული საქმიანობის განხორციელებაში, აწესრიგებს რა სწორედ მათ უფლებებთან დაკავშირებულ, მთელ რიგ ტექნიკური ხასიათის საკითხებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო, მოჰყავს რა აღნიშნული საკითხები საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან და ადგილობრივ კანონდებლობასთან შესაბამისობაში, მიიჩნევს, რომ საქართველოში მოღვაწე საპატიო კონსულებს შეექმნებათ ყველანაირი პირობა საკუთარი საქმიანობა წარმართონ საერთაშორისო და ადგილობრივი ნორმების თანახმად და ამ გზით ხელი შეუწყონ მსოფლო თანამეგობრობის ცალკეულ ქვეყნებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას",- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნინა შადური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42