სკოლებში მშობელთა ჩართულობის ახალი პროგრამა იწყება
პოლიტიკა - 13:04, 22 Aug, 2014     1958

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლის ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობასთან დაკავშირებით ახალ პროგრამას იწყებს.

აღნიშნულ თემაზე დღეს, სამინისტროში პრეზენტაცია გაიმართა. სიახლები ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გააცნო.

მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება:

1.ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი რედაქციის მიხედვით, დამრიგებლებისათვის სავალდებულო ხდება მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია;

2. იწყება პროგრამები სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით, რაც გულისხმობს მშობელსა და სკოლას შორის რეგულარულ, ორმხრივ, შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას. მშობელი სკოლის სრულუფლებიანი პარტნიორი ხდება;

3.2015 წლის იანვრიდან ინკლუზიური განათლების მიმართულებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლების საგანმანათლებლო პროგრამები ამოქმედდება, მოხდება მშობელთა გადამზადება და მათი სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის უზრუნველყოფა;

4. ზოგადი განათლების ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდება მშობელთა განათლების ქვეპროგრამა, რომელიც გულისხმობს მშობელთა ინფორმირებას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა: ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენის ხელშეწყობა, სახლში სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, შვილთან კომუნიკაციის პროცესში ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინება და სხვ.

მშობლებთან დაკავშირებით დაგეგმილი ყველა სიახლე ერთ მიზანს ემსახურება - სკოლამ ოჯახთან ერთად აღზარდოს ჯანმრთელი, განათლებული და ღირსეული მოქალაქე.


ნინა შადური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42