გიგა ფარტენაძის ოჯახი დიმიტრი დარბაისელის დაკითხვას მოითხოვს
პოლიტიკა - 12:43, 22 Aug, 2014     1544

გეგუთის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში პატიმარ გიგა ფარტენაძის გარდაცვლების შემდეგ ექვსი თვე გავიდა, აღნიშნულთან დაკავშირებით გარდაცვლილის ძმამ კობა ფარტენაძემ „პირველის პრესკლუბში“ პრესკონფერენცია გამართა და მისი ძმის გარდაცვალებაში მონაწილე ყველა პირის დასჯა მოითხოვა:

“უკვე 6 თვე გავიდა, რაც ჩემი ძმის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ წინ არ წასულა. არ არის დაკითხული საქმის არცერთი მოწმე. პროკურორების მიერ საქმის გადაფარვა ხდება. მიუხედავად იმისა, რომ საქმეს 3 პროკურორი ჰყავს, ისინი დაზარალებულის ოჯახთან არ თანამშრომლობენ. ოჯახი მოვითხოვთ უშუალოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი უფროსის დიმიტრი დარბაისელის დაკითხვას, რომელმაც მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლის თანახმადაც, ჩემს ძმასთან საკანში გადაიყვანეს 3 ფსიქიურად აშლილი ადამიანი, რომლებიც რუსთავის ციხეში განცალკავებულად იყვნენ და პატიმრებისთვის საშიშროებას წარმოადგენდნენ. ეს პატიმრები დიმიტრი დარბაისელისა და ჯაბა მაღლაფერიძის ხელმოწერით უკანონო გეგუთის ციხეში იყვნენ გადაყვანილები. მათი გადაყვანიდან 3 Dდღის შემდეგ ჩემი ძმა გარდაიცვალა და ბადრაგმა არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი სიცოცხლე გადაერჩინა, ასე რომ, აქ ბადრაგის დანაშაულებრივი კვალი იკვეთება, თუმცა მასზე არათუ საქმე არაა აღძრული, არამედ დაკითხულიც კი არ არის.

ასევე არ გვიბრუნებენ ჩემი ძმის ტანსაცმელს, რომელიც ექსპერტიზაზე არ არის წაღებული. უფრო მეტიც, პროკურორმა განგვიცხადა, რაში გჭირდებათო. ჩემი ძმისაა და მჭირდება, რადგან ერთადერთი მისგან ეს დამრჩა. ვთხოვ, მათ რომ ჩემი ძმის ტანსაცმელი დამიბრუნონ და საქმე ობიექტურად გამოიძიონ”, - განაცხადა კობა ფარტენაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42