„ნაციონალური მოძრაობა“ დავით ნარმანიას მიმართავს
პოლიტიკა - 12:31, 22 Aug, 2014     1503

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერს დავით ნარმანიას მიმართავს, პარტია ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„გუშინ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ მან მიმართა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, დაეწყო მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების საფინანსო–სამეურნეო საქმიანობის რევიზია. საგამოძიებო სამსახური მერის მოთხოვნით ერთდროულად ათამდე ორგანიზაციის დოკუმენტაციას სწავლობს.

რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია რევიზიის ჩატარების მოთხოვნით უწყების ხელმძღვანელი, თბილისის მერი მიმართავდეს საგამოძიებო სამსახურებს, როდესაც მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში მას აქვს ორი უწყება, საკრებულოს სარევიზიო კომისია და მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური, რომ არაფერი ვთქვათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე, რომელთა ერთადერთი ფუნქცია სწორედ ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლა, ნაკლოვანებების გამოვლენა და მათზე რეაგირების ღონისძიებების დასახვაა.

ნათელია, რომ დავით ნარმანია წარმატებით აგრძელებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მყარად დამკვიდრებულ პრაქტიკას, საგამოძიებო ორგანოები გამოყენებული იქნას პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად. ეს განსაკუთრებით ცხადია თბილისის მერიაში მიმდინარე პროცესების ფონზე, როდესაც მასშტაბურად ხდება ადამიანების იძულება დატოვონ სამსახურები, მხოლოდ იმიტომ რომ მათი ადგილები მომავალში დაიკავონ ,,ქართული ოცნების“ აქტივისტებმა და ხელისუფლების ნათესავებმა. ორგანიზაციების საქმიანობაში გარკვევის რეალური სურვილის არსებობის შემთხვევაში, დავით ნარმანიას მათი შემოწმება უნდა დაევალებინა მის სისტემაში არსებული მაკონტროლებელი სამსახურებისთვის და მხოლოდ დარღვევების დადასტურების შემდეგ მიემართა საგამოძიებო სამსახურებისთვის. შესაბამისად, მოვითხოვთ დავით ნარმანიამ დღესვე საჯარო გახადოს მიმართვის ის ტექსტი, რომელზე რეაგირებასაც ახდენს საგამოძიებო სამსახური. სავარაუდოდ ასეთი მიმართვა თითოეულ ორგანიზაციაში არსებული დარღვევების მითითებით არ არსებობს, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ასრულებს ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთას.

ცალსახაა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მასშტაბური თავდასხმა თბილისის მერიაზე არაფერ კავშირშია მათ მიმდინარე საქმიანობასთან და ის მხოლოდამხოლოდ უკავშირდება იქ მომუშავე ადამიანების დაშინებას და იძულებას, ასევე თბილისის ახალი მთავრობის სრული უმოქმედობისა და უნიათობის ფონზე მოსახლეობისთვის ილუზიის შექმნას, რომ რაღაც კეთდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42