ანექსიის გაფორმება - აფხაზეთში კრემლთან ასოცირებულ ხელშეკრულებაზე საუბრობენ
პოლიტიკა - 20:45, 21 Aug, 2014     1641
24 აგვისტოს ოკუპრებულ აფხაზეთში არაღიარებული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. არჩევანი 4 კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს, სავარაუდოდ მოიგებს ის, ვინც უფრო მეტად პრორუსული იქნება. დეფაქტო პირველობისთვის იბრძვიან: რაულ ხაჯიმბა, ასლან ბჟანია, მერაბ ქიშმარია და ლეონიდ ძიაპშპა. ოთხივე მათგანისთვის აფხაზეთის მომავალი რუსეთის გარეშე წარმოუდგენელია. აფხაზეთში კრემლთან ასოცირებულ ხელშეკრულებაზეც საუბრობენ, რასაც ექსპერტები ანექსიის გაფორმებად აფასებენ.

გალის ქართულ მოსახლეობას ქართული პასპოპრტების გამო ხმის მიცემა აეკრძალათ.

პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის კიდევ უფრო დაახლოება რუსეთთან მოსალოდნელი არ არის. ,,თამამად შემიძლია გითხრათ ხელისუფლების სახელით, რომ ვინც არ უნდა იყოს დეფაქტო მმართველი აფხაზეთში, ჩვენ მზად ვართ ყველასთან ვითანამშრომლოთ. საკმარისად ინტეგრირებული დღევანდელი როგორც დეფაქტო ხელისუფლება ისე აფხაზეთის რეალობა რუსეთში. მაგრამ უკრაინის და განსაკუთრებით ყირიმის მოვლენებიდან გამომდინარე, ვისაც კი რამე უკეთესი წარმოდგენა ჰქონდა რუსეთზე, ისინიც კი გამოფხიზლდნენ და ამიტომ, ცალსახა არ არის პრორუსული განწყობები ზოგადად აფხაზეთში, მაგრამ პრობელმა ისაა, რომ სხვა არანაირი პრო-განწყობებიც არ არის“, - აცხადებს მინისტრი.

ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ დეფაქტო არჩევნებში სამჯერ დამარცხებული რაულ ხაჯიმბასთვის ვარსკვლავური საათი დადგა. ექსპერტისთვის განსაკუთრებით საგანგაშოა ანექსიის ახალი ფორმა, რომელსაც კანდიდატებმა ასოცირება დაარქვეს.

,,მთავარი თემა, რაც თან სდევს ანქვაბის იქიდან გაგდებას და მთელ ამ კრიზისს, რაც მოხდა მაისში, ეს არის რუსეთთან აფხაზეთის ე.წ. ასოცირების პროცესი. თუ წავიკითხავთ რა მოსაზრებები ტრიალებს იგივე აფხაზეთის ოფიციალური პირებისგან ან დისკუსიებში, რა ტიპის ასოცირება უნდა იყოს ეს, შინაარსობრივად ეს არის ანექსიის ტოლფასი. აქ არის საუბარი ეკონომიკური, უსაფრთხო, სასაზღვრო სისტემების შერწყმაზე საუბარი. პრაქტიკულად ეს არის აფხაზეთის ჩაყლაპვა“, - აცხადებს ექსპერტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42