ზეპირი მოსმენის გარეშე.....
პოლიტიკა - 20:16, 21 Aug, 2014     2211
ზეპირი მოსმენით ანუ მხარეთა მონაწილეობით სასამართლო განხილვების აუცილებლობასთან დაკავშირებით შეგახსენებთ საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას:

– საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ №3/1/574, 2014 წლის 23 მაისი

,,როგორც წესი, ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის აუცილებლობა არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოში, რადგან ძირითადად სწორედ ამ ეტაპზე ხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ რომელი ინსტანციის სასამართლო იხილავს საქმეს, არამედ რა საკითხებს წყვეტს კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო. .... ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის აუცილებლობა არსებობს, როდესაც პირის მონაწილეობას პროცესში შეუძლია გავლენის მოხდენა საკითხის გადაწყვეტაზე. კერძოდ, როდესაც ხდება ფაქტობრივი გარემოებების შეფასება (ან თავიდან შეფასება), ამასთან, როდესაც პირს შეუძლია ახალი ფაქტების, გარემოებების წარდგენა, რომელთა შეფასება ჯერ არ მომხდარა და, როდესაც მისი უშუალო მონაწილეობა პროცესში ამა თუ იმ გარემოებიდან გამომდინარე (რომელიც ინდივიდუალურად შეფასებადია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში), პოტენციურად ზრდის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის ალბათობას.

მსგავს მოსაზრებას ავითარებს საკონსტიტუციო სასამართლო სხვა გადაწყვეტილებებშიც – 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/393,397 საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები - ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო:

- Letellier v. France, 12369/86

,,გამოკვლეული უნდა იქნას ყველა ფაქტი, რომელსაც მნიშვნელობა აქვს იმის დასადგენად, არსებობს თუ არა საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც, უდანაშაულობის პრეზუმფციის გათვალისწინებით, ამართლებს პირის მიმართ იძულების ღონისძიებების გამოყენებას."

,,ყველა ფაქტის გამოკვლევაში" იგულისხმება არამარტო პროკურატურის შუამდგომლობა და თანდართული მასალები, არამედ ბრალდებულის და მისი ადვოკატის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მათი განცხადებები, რომელთა უშუალოდ მოსმენის შედეგად იზრდება სასამართლოს ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის ხარისხი.

ირაკლი კობიძე

,,რეფორმატორთა კლუბი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42