,,სასაცილო აღარაა პუტინის ნაყიდი მთავრობის ცქერა. პასუხისმგებლობას ვერ დაემალებით და პუტინის დირექტივებით მოქმედება ძვირი დაგიჯდებათ. საქართველოს საგარეო უწყება დღეს ყურადღებას სეპარატიზმსა და ექსტრემიზმზე ამახვილებს, ეს კი იგივეა გამოვრიცხოთ რუსეთის ფაქტორი, თითქოს ყველაფერი თავისთავად ხდება და ამის მიზეზი მართლაც ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული განხეთქილებაა. საქართველოს ოფიციალური პირები თავს არიდებენ აღიარონ, უკრაინაში შექმნილი ვითარების ძირითადი მიზეზი - რუსეთის ფაქტორი. რუსი ოლიგარქის მთავრობას არ შესწევს ძალა დაგმოს რუსეთის აგრესია ეს ბუნებრივია, მაგრამ სეპარატიზმზე აქცენტის გაკეთება დამღუპველია. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინაში თუ საქართველოში სისხლი დაიღვარა და იღვრება ახლაც, არის რუსეთი და დასაგმობიც სწორედ ამ ერთი ქვეყნის ქმედებაა.
შევახსენებ მთავრობას, რომ დღეს რაც უკრაინაში ხდება ესაა ნამდვილი ომი და ეს არაა მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომი - ეს ჩვენი ომიცაა. რუსეთმა ყველა გამოგვიწვია და პასუხიც ყველამ უნდა გავცეთ.
იქნებ უკრაინასაც აკადროთ და ურჩიოთ რომ შერიგების სამინისტრო შექმნან და პუტინის ბრალის გამორიცხვით რუსეთს თქვენსავით აამონ. პუტინი და თქვენი პატრონი არასოდეს მოგიწოდებთ რუსეთის აგრესიის გმობისკენ, მაგრამ სინამდვილის დამახინჯებისთვის, გპირდებით მეტის გადახდა მოგიწევთ და ეს დღე შორს აღარაა“, - აცხადებს ბურჭულაძე.
მასალის გამოყენების პირობები






