საქართველო და სომხეთი “მეგობრობის ხიდს” ააშენებენ
პოლიტიკა - 17:08, 21 Aug, 2014     1747
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე სომეხ კოლეგას თბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მიეცა საშუალება, მოენახულებინა ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს.

“ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრობა. ეს ვიზიტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენ მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა გავზარდეთ 42%-ით, ხოლო გასულ წელს - 50%-ით. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური, მეგობრული ურთიერთობები სულ უფრო და უფრო ვითარდება და ჩვენ ამას გავაგრძელებთ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე განცხადებით, გარდა უმაღლესი თანამდებობის პირების შეხვედრებისა, კარგი იქნებოდა, თუ ურთიერთობები დარგობრივ დონეზეც დამყარდება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, კოლეგასთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე, განხილული იყო თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი.

“მინდა აღვნიშნო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ სომხეთი და საქართველო ერთობლივად ააშენებენ ხიდს. დღეს მოვისმინე, რომ არსებობს ძალიან საინტერესო ინიციატივა, რომ ამ ხიდს “მეგობრობის ხიდი” ეწოდოს. ამ შემოთავაზებას, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდით”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საუბარი დარიალის ხეობაში ჩამოწოლილ მეწყერსაც შეეხო და ქართულმა მხარეს დაზიანებული გაზის მილის ორ დღეში აღდგენის მზადყოფნა გამოთქვა, რათა სომხეთისთვის გაზის მიწოდება შეუფერხებლად გაგრძელდეს.

ნინა შადური




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42