გირჩევ არ გადმოხვიდე წეთელ ხაზს, რაც უკვე სცადე!!! - ნანუკა ჟორჟოლიანი ნათია ლაზაშვილს
სოც.მედია - 16:21, 21 Aug, 2014     21098
,,რუსთავის 2“-ის ყოფილი და მოქმედი ჟურნალისტების დაპირისპირება გაგრძელდა სოციალურ ქსელში, რაც პრემიერ ღაირბაშვილის საქველმოქმედო აქციაში ჩართავას და ნანუკა ჟორჟოლიანის მხრიდან გაკეთებულ მითითებას მოჰყვა. ნათია ლაზაშვილმა პრემიერის დაცვა სცადა და ჟორჟოლიანს შეახსენა, რომ გამოწვევა სააკაშვილისთვის გაეკეთებინა, რადგან მას ცივი წყლის გადასხმა არ აწყენდა. ნანუკა ჟროჟოლიანმა ნათია ლაზაშვილს საპასუცოდ გრეჩიხას გამოწვევა შეხსენა და ურჩია, წითელი ხაზების გადაკვეთისგან თავისშეკავება

,,ნათია, მეთვითონ გადავწყვიტავ ვინ გამივიწვიო:) ისე გრეჩიხაც საინტერესო იქნებოდა და ხო არ გამოიწვევდი ზუსტად ვიცი არსი და მე მესმის თქვენი. ზუსტად თქვენ ვერ აუხსენით პრემიერს და ეხლა აქ უნდა წეროთ, ვითომ მთელმა საქართველომ სხვანაირად გავიგეთ და ადმინიატრაციამ სხვანაირად:)

ბარაკ ომაბამ ფული მითითებულ ანგარიშზე გადარიცხა და არა მის მიერ შექმნილ ფონდში ნათია:) და არ მინდა მეტი გულწრფელობა შენთან მესიჯობაში და გირჩევ არ გადმოხვიდე წეთელ ხაზს რაც უკვე სცადე!!!“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ამის პასუხად ნათია ლაზაშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანს აგვისტოს ომის დროს ცხინვალიდან გაკეთებული სპეციალური ჩართვისას გაპარული ტექსტობრივი შეცდომა შეახსენა, რაზეც ნანუკა ჟორჟოლიანმა ნათია ლაზაშვილს მისთვის სხვისი დაწერილი ტექსტების შესახებ მოარულ ,,ზღაპრებზე“ მიუთითა.

Natia Lazashvili: ნანუკა მე არ ვიწვევ არავის სანამ არ გამომიწვევენ, ასე რომ, რომ გგონია რომ არტილერიაში მოარტყი ეგ არტერიაა და არც მთელი საქართველო ხარ. არ ვაპირებ შენთან კიდევ უფრო მეტად დებატებში შემოსვლას. შევეცადე ამეხსნა, რაც უფრო მეტს დაწერ მგონი უფრო მეტ შეცდომას დაუშვებ.

Nanuka Zhorzholiani: ნათია შენ კურიერის სტუდიაში იჯექი მაშინ, როდესაც მე ნამდვილი არტილერიის კადრებს გიგორებდი და შენ იცი, რომ მე სხვაობები ვიცი. ეგ იმ ზღაპრიდან არის მთელი მედია და მართლა ნახევარი საქართველო რომ ყვებოდა ნათიამ ტექსტის წერა არ იცის და ტაბატაძე უწერსო:) ამიტომ, არ გინდა ეხლა ზღაპრებზე აყოლა! რაც შეეხება გამოწვევას, მე შენ არ გამომიწვევიხარ!

მათ შორის სასაცილოდ რომ იგდებდნენ შენი წიგნის იდეას, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობდი ყველას დარწმუნებას იმაში, რომ შენ ბუტაფორიულო დიქტორი არ იყავი. ამიტომ, არ ხარ მართალი, როდესაც წერ იმას, რაც ზუსტად იცი რომ უნებლიეა:) და არა რეალური შეცდომა:)

Natia Lazashvili :)))))) ძალიან ვწუხვარ რომ ასეთ მდარე ხარისხის ინსინუაციებს კადრულობ, რამდენიც მე ვინმე რამეს მიწერდა, იმდენჯერ ცუდი ამბები გაგეგოს, რაც იმას ნიშნავს რომ სულ კარგად იქნები

Nanuka Zhorzholiani: ააა, მე მეგონა შენ შეწუხდებოდი არტილერიით სპეკულაციით:)


დაპირისპირება პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა საქველმოქმედო აქციაში შეერთებისთვის მზაობა გამოხატა.

,,აქცია, რომელიც მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს და რომელშიც უკვე ჩართულია ათასობით ადამიანი, არის ჰუმანურობის, სიკეთის კეთებისა და სოლიდარობის შესანიშნავი მაგალითი, როდესაც მთელი საზოგადოება, მიუხედავად სტატუსისა, ერთი მიზნისთვის ერთიანდება.
სწორედ „სიკეთე გადამდებია“ არის ჩვენი ინიციატივით შექმნილი „სოლიდარობის ფონდის“ მთავარი ლოზუნგი. მე ვიღებ ამ გამოწვევას და რადგან დღეს ვარ საქართველოს მთავრობის მეთაური, თანხას არა ერთჯერადად, არამედ ყოველთვიურად საკუთარი ხელფასიდან ვრიცხავ სწორედ „სოლიდარობის ფონდში“, რომელიც დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო ძალისხმევით ძალიან მალე ბევრ ადამიანს დაეხმარება.
აქციის წესების თანახმად, სოლიდარობის საყოველთაო საქველმოქმედო აქციაში ვიწვევ ჩემს კოლეგებს საქართველოს მთავრობიდან და რა ფორმით ჩაერთვებიან აქციაში, ეს თავად მათი გადასაწყვეტია", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42