შეგეძლო გამოგეწვია სააკაშვილი... ცივი წყლის გადასხმა ეხლა მას არ აწყენდა - ლაზაშვილი ჟორჟოლიანს
სოც.მედია - 16:09, 21 Aug, 2014     9835
,,რუსთავი 2“-ის ყოფილმა ტელეწამყვანმა ნათია ლაზაშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანის იმ პოსტს უპასუხა, სადაც ჟურნალისტი იწონებს პრემერ ღარიბაშვილის გამოხმაურებას საქველმოქმედო აქციაზე და თუმცა იქვე მიუთითებს, რომ ,,ცუდია რომ მას არ აუხსნეს კარგად აქციის მიზანი. და არც წყალს გადავისხამო:) აჩვენეთ ბუში, კლინტონი, მსოფლიო ვარსკვლავები და აუხსნან პიარშიკებმა რომ არ ტეხავს! ფულს რაში იღებენ".

,,ნანუკა ჩემო კარგო როგორც ჩანს არ გესმის ამ კამპანიის არსი, ეს არის ქველმოქმედების და ადამიანებს შორის სოლიდარობის კამპანია, რომელიც ე.წ ვირუსლი ფორმით ვრცელდება და ამიტომაც სხვადასხვა ფორმებს იძენს. ვედროთი წყლის გადასხმა ამ აქციის აუცილებელი პირობა არაა, ისევე როგორც არც ნოტარიუსთან დამტკიცებული წესები არ დაუდგენია ვინმეს. აქ მთავარი ის კი არ არის, ვის გადაურიცხავ თანხას, არამედ ის, რომ დაეხმარო მათ ვისაც ყველაზე მეტად უჭირს.

საქართველოს პრემიერ მინისტრი დაასახელეს და გამოიწვიეს არა აშშ-ში, არამედ საქართველოში, რომლებიც თანხას ერთი-ერთი კონკრეტული საქველმოქმედო საიტისთვის რიცხავენ.

იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის ქვეყნის მოქმედი პრემიერ მინისტრი, რომლის ინიციატივაც არის “სოლიდარობის ფონდი” (და ეს არ არის მისი საკუთარი ფონდი) რომელსაც დღეს არსებულ ფონდებს შორის, ყველაზე მეტი პოტენციალი აქვს რომ რეალურად დაეხმაროს ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის იმ დიაგნოზის მქონე ადამიანებს, ვისთვისაც ეს კამპანია დაიწყო, მან გადაწყვიტა სწორედ ასეთი მასშტაბის ფონდს დაეხმაროს, რადგან რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება მასში, მით უფრო მეტი გაჭირვებულის დახმარებას შევძლებთ ყველა, მათ შორის მათთაც ვისაც ცალკეული ფონდები დიდი ძალისხმევის მიუხედავად ხან ეხმარებიან და ხან ვერა. აქ მთავარია ადამიანების რეალური დახმარება, სიკეთის კეთება და სიკეთის კეთების სურვილის გაღვივება ადამიანებში, არა აქვს მნიშვნელობა პოპულარიზაციის რა ფორმას აირჩევ ამისთვის. მთავარი არ არის “შოუ” დადგმა!

შენ ხომ არავინ მოგთხოვა გადარიცხვის ფურცელი ან რამდენი გადარიცხე და სად გადარიცხე? ან გეყარა თუ არა ყინულები ვედროში? ასეთ კითხვებს და ასეთ პრეტენზიებს ასეთ კამპანიებში არ აყენებენ. ყველა თვითონ ირჩევს თავის გზას. ასე, რომ შენც გირჩევ “მადლი ქენი ქვაზე დადე, გაიარე და წინ დაგხვდება”.

P.S. ცნობისათვის ბარაკ ობამამაც ფული გადარიცხა და წყალი არ გადაუსხია. წყალი გადაისხა ყოფილმა პრეზიდენტმა ბუშმა, შეგეძლო გამოგეწვია ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი, მითუმეტეს რომ ცივი წყლის გადასხმა ეხლა მას არ აწყენდა“, - წერს ნათია ლაზაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42