„საზოგადოებას პასუხი უნდა გავცეთ წლობით დაგროვილ კითხვებზე“ - ნარმანია შპს ჰერმესზე
პოლიტიკა - 15:28, 21 Aug, 2014     1368
თბილისის მერი დავით ნარმანია შპს „ჰერმესში“ მიმდინარე საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის რევიზიას ეხმიანება. როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების შემოწმების თხოვნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მან თავად მიმართა.

“მე მივმართე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რათა დაეწყო მერიის დაქვემდებარებაში მყოფი იმ ორგანიზაციების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის რევიზია, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში არ შემოწმებულა და სადაც არსებობს ინფორმაცია, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დარღვევებს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების თვალსაზრისით, გაუაზრებლად მაღალ ხარჯებს და შესაბამისად, თბილისის მერიის კუთვნილი შემოსავლების ხელოვნურად შემცირებას. შპს „ჰერმესი“ არ არის გამონაკლისი“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, ცალკეული ორგანიზაციების პირველადი დოკუმენტაციის ნახვის შემდეგ დასტურდება, რომ გაუაზრებლად მაღალი შრომის ანაზღაურება და პრემიები გაიცემოდა, მათ შორის, იმ ადამიანებზეც, რომლებიც, პრაქტიკულად, აღარ მუშაობდნენ ამ ორგანიზაციებში, ხდებოდა ისეთი ხარჯების გაწევა, რომელიც ჩვენი აზრით, არამიზნობრივია. არ ხდებოდა საბიუჯეტო სახსრების მომჭირნედ, ყაირათიანად ხარჯვა. საკითხს დარეგულირება სჭირდება, გაუაზრებლად მაღალი ტარიფები, მიწის უაზროდ და უკანონოდ ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული საკითხები უნდა დამთავრდეს და მომსახურება საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ნორმალური ფორმით,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, მერიის სისტემა წლების განმავლობაში იყო დახურული და საზოგადოებას ძალიან ბევრი კითხვა დაუგროვდა. „წინასაარჩევნო პერიოდში ამ კითხვებით მომმართავდნენ მე და მთხოვდნენ, ნათელი მომეფინა ამ საკითხებისთვის. ყველა ამ საკითხს შევისწავლით, საზოგადოებას პასუხი უნდა გავცეთ წლების განმავლობაში დაგროვილ კითხვებზე,“ - აცხადებს დავით ნარმანია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42