დავით ნარმანია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
პოლიტიკა - 13:49, 21 Aug, 2014     1457
თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა. თურქეთის ელჩმა დავით ნარმანიას ადგილობრივი თვითმმართველობს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე თურქეთის ელჩმა დედაქალაქის მერიის სამომავლო პროექტებში თურქული ფირმების მონაწილეობის მზაობა გამოხატა.

„დავით ნარმანიასთან შეხვედრის შესაძლებლობა წინა პერიოდშიც მქონდა, როდესაც ის რეგიონული განვითარების მინისტრი იყო, მერის რანგში კი პირველად შევხვდი. მე საჭიროდ ჩავთვალე მოვსულიყავი და პირადად მიმელოცა მისთვის ეს მნიშვნელოვანი წარმატება. უკვე 6 თვეა ვიმყოფები საქართველოში, თბილისი ნამდვილად ასრულებს იმას რაზეც საუბრობენ - თბილისი რეგიონის მარგალიტია და მე თავად დავრწმუნდი ამაში. ამიტომ, განსაკუთრებული წარმატება მინდა ვუსურვო მერს. შეხვედრაზე ჩვენ მერიის მიერ გამოცხადებულ ყველა პროექტში თურქული ფირმების მონაწილეობის მზაობა გამოვხატეთ. თურქული მხარე მზადაა საინვესტიციო პროექტებს გაეცნოს“ - განაცხადა საქართველოში თურქეთის ელჩმა.

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, თურქული მხარე დაინტერესებულია თბილისში ინვესტიციების განხორციელებით. „დაინტერესებული თურქი ბიზნესმენებისთვის მერია სპეციალურ პრეზენტაციას გააკეთებს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქების დაძმობილების საკითხიც განიხილეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42