24 აგვისტოს რაჭაში ღვინის ფესტივალი გაიმართება
პოლიტიკა - 13:33, 21 Aug, 2014     3681
საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის გაერთიანების ორგანიზებით 24 აგვისტოს, 16:00 საათზე, რაჭაში, ქალაქ ამბროლაურში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე სკვერში, გაიმართება რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი.

ფესტივალზე ადგილობრივი მეღევინეები საკუთარ მარნებში ტრადიციული მეთოდით დაყენებულ ღვინოებს წარმოადგენენ. სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ და შეაფასონ რაჭა-ლეჩხუმის შესანიშნავი, ექსკლუზიური ღვინოები.

ასევე მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების, ადგილობრივი უნიკალური ყველისა და თაფლის დეგუსტაცია.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ანსამბლები და ჯაზ ბენდი კანუდოსი.

რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი უკვე მეორე წელია ტარდება „საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის გაერთიანების“ ორგანიზებით.

ფესტივალი მიზნად ისახავს რეგიონში ტრადიციული მეღვინეობის აღდგენა შენარჩუნებას, მცირე მწარმოებელთა ხელშეწყობას, ადგილობრივი ღვინის პოპულარიზაციას, საოჯახო მეურეობის კულტურის განვითარებასა და ტრადიციული ვაზის ჯიშების მოძიება-შენარჩუნებას.

ფესტივალზე მოწვეულია დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები;

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის გაერთიანება 1 წლის წინ შეიქმნა და აერთიანებს: ქართლის, კახეთის, იმერეთის, რაჭისა და ლეჩხუმის, სამცხე ჯავახეთისა და სამეგრელოს მეღვინეობის ასოციაციებს.

ორგანიზაციამ 1 წლის განმავლობაში მოახდინა 250 ზე მეტი ღვინის დეგუსტაცია და მათ შორის საუკეთესო ექსკლუზიური 11 ღვინის ჩამოსხმა მოახდინა, ასევე ორგანიზაციის წევრებისათვის მთელი წლის განმავლობაში ტარდებოდა ტრენინგ-სემინარები მთელი საქართველოს მაშტაბით. ორგანიზაცია ეხმარება მეღვინეებს კონსულტაციაში, ღვინის დაწურვისათვის უსასყიდლოდ გადასცემს სხვადასხვა მოწყობილობებს, ახდენს მუდმივად ვენახის მოვლიდან დაწყებული ღვინის დაყენების ჩათვლის დაკვირვებას და კონსულტაციებს. ორგანიზაციის წევრთა რაოდენობამ 1 წლის განმავლობაში 700 მეღვინეს გადააჭარბა .

ფესტივალი ორგანიზაციის ტრადიციული ღონისძიებაა, რომელიც საშუალებას აძლევს მეღვინეებს დაუკავშირდნენ პოტენციურ მყიდველებს, ასევე შეფასდეს 1 წლის საქმიანობა და კვალიფიციური ექსპერტების მიერ მოხდეს ღვინის ხარისხის შემოწმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42