პარლამენტის თავმჯდომარე არგენტინაში შეხვედრებს მართავს
პოლიტიკა - 11:08, 21 Aug, 2014     1209
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო დელეგაცია ლათინურ ამერიკაში სამუშაო შეხვედრებს მართავს.
პარაგვაის შემდეგ ქართველ კანონმდებელთა ოფიციალური დელეგაცია არგენტინის რესპუბლიკას ეწვია და პირველი შეხვედრა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ, ეკტორ ტიმერმანთან გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. დაისახა რამდენიმე საინტერესო გეგმა თუ როგორ უნდა წარიმართოს და განვითარდეს ურთიერთობები არგენტინის რესპუბლიკასთან როგორც საპარლამენტთაშორისო, ისე სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით.
ქართველმა დეპუტაციამ შეხვედრაზე დიპლომატიური ურთიერთობების გამყარების და საქართველოში არგენტინის საელჩოს გახსნის საკითხიც დააყენა, რასაც საგარეო საქმეთა მინისტრი პოზიტიურად გამოეხმაურა.
"არგენტინა სერიოზული მოთამაშეა მსოფლიო პოლიტიკაში, იგი წამყვანი სახელმწიფოა ლათინურ ამერიკაში და მნიშვნელოვანია, რომ ბევრ საკითხში ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინას მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები აქვს რუსეთის ფედერაციასთან, იგი არის საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების ერთგული და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ შევთანხმდით, რომ საერთაშორისო არენაზე მხარს დავუჭერთ ერთმანეთის ინიციატივებს და არგენტინა მეტ ყურადღებას დაუთმობს საქართველოს, რასაც შესაძლოა ამ ქვეყნის საელჩოს გახსნაც მოჰყვეს", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
დღესვე საპარლამენტო დელეგაცია ლათინური ამერიკის იმ ქვეყნების აკრედიტირებულ ელჩებს შეხვდნენ, რომელთა დაფარვაც არგენტინის და ბრაზილიის საელჩოებიდან ხდება. პერუს, ეკვადორის, ბოლივიის, ბრაზილიის და კოლუმბიის ელჩებმა სხვადასხვა მიმართულებებით საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობები დამყარების სურვილი გამოთქვეს. შეხვედრაზე შედგა შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მომავალ წლებში რიგი სახელმწიფოს პარლამენტების ხელმძღვანელობა მოწვეული იქნება საქართველოში, ზოგ ქვეყანას კი ქართველი დეპუტაცია ადგილზე ეწვევა.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ლათინური ამერიკა ძალიან საინტერესო რეგიონია მსოფლიოში და მათი გავლენა ცალკეულ პროცესებზე ძალიან სერიოზულია. საქართველოს ინტერესებშია რაც შეიძლება მეგობრული და ახლო ურთიერთობები დაამყაროს აღნიშნულ ქვეყნებთან", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


ნინა შადური




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42