თათია მაისურაძის თქმით, მას სანდრო გირგვლიანის მოშორება არავისთვის უთხოვია
პოლიტიკა - 17:57, 20 Aug, 2014     9208

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლის თაკო სალაყაიას მეგობარი, თათია მაისურაძე გირგვლიანის საქმეზე საქალაქო სასამართლოში დაიკითხა.

მაისურაძე უარყოფს, რომ 2006 წლის 27 იანვარს “შარდენ ბარში” სუფრასთან მყოფებს სანდრო გირგვლიანის მოშორება სთხოვა.

თათია მაისურაძე იხსენებს, მას მეგობარმა ანა კალანდაძემ დაურეკა და შეთანხმდნენ, რომ ყავის დასალევად წავიდოდნენ. მანქანაში თაკო სალაყაიაც იყო. თათია მაისურაძის ჩვენების თანახმად, ისინი ,,შარდენ ბარში” მივიდნენ და მაგიდა დაიკავეს, სადაც ანა კალანდაძის, თაკო სალაყაიას, ვასილ სანოძის გარდა, სუფრას 2 მამაკაცი შემოემატა, რომლებიც მაისურაძეს ოლეგისა და დათას სახელებით გააცნეს. ასევე, მაისურაძის განცხადებით, მაგიდას გურამ დონაძეც შემოუერთდა. მისივე თქმით, მას ტელეფონმა დაურეკა და რადგან ბარში ხმამაღალი მუსიკა იყო, სალაპარაკოდ გარეთ გავიდა.

“აღმოჩნდა, რომ სანდრო იყო. მკითხრა, სად ვიყავი. ვუთხარი, რომ მეგობრებთან ერთად ვიყავი. მითხრა, რომ გამოვიდოდა, თუმცა მე არ მინდოდა გამოსულიყო, რადგან მასზე გაბრაზებული ვიყავი. მერე მკითხა, თუ რომელ ბარში ვიყავი, მე ზუსტი ადგილი არ ვუთხარი, რადგან გაბრაზებული ვიყავი და არ მინდოდა მოსულიყო”, - განაცხადა მაისურაძემ.

მისივე თქმით, სანდრო გირგვლიანი ცოტა ხნის შემდეგ “შარდენ ბარში” მივიდა. თავდაპირველად სხვა მაგიდასთან გაჩერდა, რადგან იქ მისი ნაცნობები ისხდნენ, შემდეგ კი იმ მაგიდასთან მივიდა, სადაც მაისურაძე იჯდა.

“ერთმანეთი გადავკოცნეთ და ის მიბრუნდა. ბუხაიძე თავიდან არ მახსოვს, რადგან არ ვიცნობდი. სანდრო სხვა მაგიდასთან მიბრუნდა, იქ ლაპარაკობდნენ, იცინოდნენ. რაღაცა ხნის შემდეგ ხელით მანიშნა, რომ წასვლას აპირებდა”, - განაცხადა მაისურაძემ.

მისივე თქმით, მას სანდრო გირგვლიანი წასული ეგონა, თუმცა ის უკან შემობრუნებულა და ბიჭთან ერთად, რომელიც შემდეგ ლევან ბუხაიძე აღმოჩნდა, თათია მაისურაძის მოპირდაპირედ მაგიდასთან დაჯდა და მას ხელით ანიშნა, რომ მის მაგიდაზე გადამჯდარიყო.

„ავდექი და სანდროს მაგიდასთან გადავჯექი, მკითხა, ეს ბიჭები ვინ არიანო. მე ვუთხარი, რომ არ ვიცნობდი მათ. თუ არ იცნობ, მაშინ რატომ ზიხარო, რაზეც მე ვუპასუხე, რომ მათ კარგად იცნობდნენ ის გოგონები, ვისთან ერთადაც მე მაგიდასთან ვიჯექი. შემდეგ დონაძეზე მკითხა, რადგან მას არა მარტო ჩემთვის და სანდროსთვის, არამედ ყველასთვის ნაცნობი სახე ჰქონდა, რომ ამ “პიდარასტთან” ერთად რატომ ზიხარო. მე ვუპასუხე, რომ ვისთან ერთადაც მინდოდა, იმასთან ვიჯდებოდი. ასე იმიტომ ვუთხარი, რომ პირად ურთიერთობაში უთანხმოება გვქონდა”, - განაცხადა მაისურაძემ და დასძინა, რომ შემდეგ სანდრომ მას ლევან ბუხაიძე გააცნო და საუბარი სხვა თემებზე წარიმართა.

მაისურაძის თქმით, შეთანხმდნენ, რომ სანდრო გირგვლიანის სახლთან ერთმანეთს ნახავდნენ, რის შემდეგაც მაისურაძე სუფრასთან დაბრუნდა, გირგვლიანი კი წავიდა. მაისურაძემ ჩვენებაში აღნიშნა, რომ რადგან გირგვლიანმა შეთანხმებისამებ იმ საღამოს არ დაურეკა, მაისურაძე უხასიათოდ შეიქნა.

“ანა კალანდაძეს ვუთხარი, რომ წასვლას ვაპირებდი. ყველანი ერთად გამოვედით ბარიდან. თაკო სალაყაია სხვა მიმართულებით წავიდა, ჩვენ სხვა მანქანით”, - განაცხადა მაისურაძემ.

მისივე თქმით, როდესაც ის სუფრასთან დაბრუნდა, თაკო სალაყაიამ ჰკითხა, ხომ ყველაფერი წესრიგში იყო. ანა კალანდაძემ კი სანდროზე იკითხა, იყო თუ არა ის ნარკომანი, რაც მაისურაძემ უარყო. ამასთან, თათია მაისურაძის განცხადებით, მას სუფრასთან არავისთვის უთქვამს, რომ სანდრო გირგვლიანი აწუხებდა და მისთვის მოეშორებინათ. მაისურაძის თქმით, გირგვლიანის გარდაცვალების შესახებ მან მეორე დღეს საერთო მეგობრისგან გაიგო.


წყარო:





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42