2015 წელს ევროპის ენერგეტიკული ქარტიის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო იქნება
პოლიტიკა - 16:59, 20 Aug, 2014     1793
ვიცე-პრემიერი და ნერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ევროპის ენერგეტიკული ქარტიის გენერალურ მდივანს ურბან რუსნაკს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს, რეგიონში ელექტროენერგიის ტრანზიტის საკითხებზე, ინვესტიციების მიმართულებით ენერგეტიკული ქარტიის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

ამასთან, საქართველომ გამოთქვა სურვილი 2015 წელს გახდეს ევროპის ენერგეტიკული ქარტიის თავმჯდომარე ქვეყანა. თავმჯდომარეობის ფარგლებში,2015 წლის ნოემბერში, ევროპის ენერგეტიკული ქარტიის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციასსაქართველო უმასპინძლებს.

1995 წლიდან, საქართველო ევროპისენერგეტიკული ქარტიის წევრია.

ამჟმად, ევროპის ენერგეტიკული ქარტია ევროპისა და აზიის 50-ზე მეტს სახელმწიფოს აერთიანებს. მის მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკის სფეროში სამართლებრივი ურთიერთობების ჩამოყალიბება და მათი სრულყოფა, რაც მინიმუმამდე შეამცირებს ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებთან და სატრანზიტო პოლიტიკასთან დაკავშირებულ რისკებს.

დღესვე, ვიზიტის ფარგლებში, ევროპის ენერგეტიკული ქარტიის გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს: ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეებთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენელბეთან და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარესთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42