დედაქალაქის მთავრობამ საზოგადოებრივი საბჭოების შექმნის შესახებ იმსჯელა
პოლიტიკა - 16:21, 20 Aug, 2014     1245
თბილისის მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მოისმინა და მოიწონა საზოგადოებრივი საბჭოების შექმნის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებლის, ბექა მიქაუტაძის ინიციატივა.

საბჭოს მიზანია გამგეობის საქმიანობაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელება.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, ეს ძალიან საინტერესო მექანიზმი ხელს შეუწყობს გამგეობებში სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობას.

„ეს იქნება ადრინდელი მართვისგან ტიპიურად განსხვავებული მიდგომა, რაც საინტერესო მექანიზმია დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. შემუშავდება დებულება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება გამგეობებში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა, რომლებიც გამგეობას ამა თუ იმ საკითხებზე საინტერესო რჩევებს მისცემენ, მიაწვდიან ინფორმაციას და გაუზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს.

გადაწყდა, რომ პროექტის შესამუშავებლად შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე, ნინა ხატისკაცი უხელმძღვანელებს.

როგორც მთავრობის სხდომაზე ითქვა, საზოგადოებრივი საბჭოები საზოგადოებრივ საწყისებზე იმუშავებს და დამატებით საბიუჯეტო სახსრებს არ საჭიროებს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42