მათ დღეს 6 მაისს გამართულ ყრილობასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
გოჩა ჯოჯუას თქმით, ყრილობა არაუფლებამოსილი პირების მიერ იყო ჩატარებული და პარტიის თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძე არალეგიტიმურად არჩეული.
„არაუფლებამოსილმა პირებმა ჩაატარეს ყრილობა, ამ ყრილობაზე არჩეული იქნა ქალბატონი ნინო ბურჯანაძე. რეალურად, მე არ მინდა დეზინფორმაცია იყოს რასაც ავრცელებენ, იმიტომ რომ ვითომ „ქრისტიან-დემოკრატები“ ართმევენ ვინმეს რამეს, პირიქით, ამ შემთხვევაში ჩვენ ვიბუნებთ იმას, რაც უკანონოდ იყო მისაკუთრებული. ყრილობა უნდა ჩატარდეს, ეს არის რიგით მესამე ყრილობა, რომელიც იქნება უკვე სამართლებრივად ჩატარებული, სადაც ავირჩევთ თავმჯდომარეს და მთავარ კომიტეტეს“,- განაცხადა გოჩა ჯოჯუამ.
სარჩელს პარტიის 500-მდე წარმომადგენელი აწერს ხელს, მათ პრეტენზიებს დღეს გიორგი ახვლედიანი გამოეხმაურა.
„ამ სარჩელს ხელს აწერს პავლე კიკალიშვილი და მომწმედ მოყავს ვახტანგ გაბუნია, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყრილობას ესწრებოდნენ და რომლებმაც ნინო ბურჯანის თავმჯდომარედ არჩევას ხმა მისცეს, როცა ამ ვაჟბატონებმა არჩევნები წააგეს იმიტომ რომ თითი თითზე არ დააკარეს, მეორე დღეს თურმე ბურჯანაძე უკანონოდ იყო არჩეული და მეორე დღეს გახდა თურმე ლეგიტიმაციის პრობლემა, ამას ჰქვია მდაბიური ავანტიურიზმი. პირადად მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ვგრძნობ ჩემს თავს დამანშავედ ესეთი ადამიანები 6 წლის განმავლობაში „ქრისტიან-დემოკრატებს“ წურბელებივით აჯდნენ თავზე“,- განაცხადა ახვლედიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






