ფანჯიკიძე: გაუგებარია რატომ გამოთქვეს საპატიო კონსულებმა პრეტენზია
პოლიტიკა - 17:03, 19 Aug, 2014     1353

საპატიო კონსულები საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრალდებებს უყენებენ. დიპლომატები მაია ფანჯიკიძის უწყებას მათი უფლებების უხეშად ხელყოფასა და საერთაშორისო კონვენციების დარღვევაში ადანაშაულებენ.

ცნობილი ხდება, რომ 14 აგვისტოს საპატიო კონსულებმა ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართეს და საკითხის შესწავლა უფლებათაშორისი კომისიის ფარგლებში მოითხოვეს. მიმართვას ხელს 22 საპატიო კონსულიდან 17 აწერს ხელს.

მათი განცხადებით მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის საპატიო კონსულებისთვის დაწესებული შეზღუდვები, რაც პროტესტის მიზეზი გახდა. დიპლომატიური მისიებისთვის პროტოკოლის სახელმძღვანელოში ცვლილებების რამდენიმე მუხლია, მათ შორის არის სპეცნომრების ჩამორთმევა, აეროპორტებში პარკირების უფლებების გაუქმება.

„ამ ტიპის შეზღუდვების იმპლემენტაცია ცალსახად გააუარესებს დიპკორპუსის სამუშაო პირობებს და ბუნებრივია ნეგატიურად იმოქმედებს იმ საქმიანობაზე, რომელსაც ეწევიან ჩვენი კოლეგები“, - ნათქვამია წერილში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება, მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ საპატიო კონსულების რეაქციით გაკვირვებულია.

„საპატიო კონსულების იმუნიტეტი, ყველანაირი პრივილეგია და ყველანაირი შეღავათი გავრცელდება მაშინ, როდესაც ისინი შეასრულებენ საპატიო კონსულის მოვალეობას და არანაირი შეზღუდვა მათ ამის გამო არ ექნებათ თავიანთი საქმის შესრულებისას. ამიტომ, ჩემთვის სრულიად გაუგებარია რატომ გამოთქვეს მათ პრეტენზია ამ ფაქტის მიმართ და დარწმუნებული ვარ, როდესაც ყურადღებით წაიკითხავენ კიდევ ერთხელ იმ ახალ წესებს, რომელიც შემოგვაქვს, დაეთანხმებიან მათ“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42