ქართველი ექსპერტები უკრაინაში - სახელმწიფო შესყიდვების რეფორმა
პოლიტიკა - 15:23, 19 Aug, 2014     2283
დღეს კიევში „კანონი ყველასათვის“ ინიციატივის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა „ელექტრონული ტენდერების დანერგვა, როგორც სახელმწიფო შესყიდვების სფეროში კორუფციის დაძლევის საშუალება: თანამედროვე მდგომარეობა, პერსპექტივები, ქართული რეფორმების გამოცდილება“.

შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ ქართველი ექსპერტების ჯგუფის წარმომადგენლები ჯაბა ებანოიძე და ტატო ურჯუმელაშვილი, რომლებმაც საქართველოში განხორციელებული რეფორმის გამოცდილება გაუზიარეს კოლეგებს. დისკუსიაში მონაწილეობდნენ უკრაინის უმაღლესი რადა სკომიტეტებისხელმძღვანელები, მათ შორის ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე ქსენია ლიაპინა, ასევე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და ანტიკორუფციული რეფორმების ხელმძღვანელი დმიტრი შიმკივი, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის, არასამთავრებო და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

● ელექტრონული ვაჭრობის სისტემის დანერგვის უპირატესობა სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში - სახელმწიფო სერვისებისა და ბიზნესის თვალსაზრისით.

● სახელმწიფო შესყიდვების რეფორმის ამჟამინდელი სტატუსი.

● სახელმწიფო შესყიდვების სისტემისა და ელექტრონული ვაჭრობის დანერგვის გამოცდილება საქართველოში.

● საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი

უკრაინაში სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით ქართულმა საექპერტო ჯგუფმა უკვე შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების სრული პაკეტი, რეფორმის სტრატეგია და ელექტრონული ტენდერების დანერგვის კონკრეტული სამოქმედო გეგმა.

საკანონმდებლო ცვლილებები ეფუძნება ქართულ გამოცდილებას და წარმოადგენს მისი განვითარების შემდეგ თაობას.

ქართველი კონსულტანტების ჯგუფი უკვე რამდენიმე თვეა აქტიურადაა ჩართული უკრანაში ანტიკორუფციული რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. გიორგი ვაშაძის, ჯაბა ებანოიძისა და ლევან ვარშალომიძის ხელმძღვანელობით წარმატებით მიმდინარეობს კონკრეტული პროექტები სახელმწიფო სერვისების მოდერნიზაციის (საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, სამოქალაქოა ქტები, ქონებისადაბიზნესის რეგისტრაცია, სახელმწიფო შესყიდვებისა და საბაჟო სერვისები და სხვ.)მიმართულებით.

ქართული ჯგუფის მუშაობის მნიშვნელოვანი შედეგებია რეფორმების ფარგლებში საპილოტე რეჟიმში ამოქმედებული ელექტრონული აუქციონების სისტემა და მოდერნიზებული სახელმწიფო სერვისის საპილოტე ოფისის გახსნა. აუქციონების სისტემამ უკრაინის მხოლოდ 4 რეგიონში უკვე 1.3 მლნ უკრაინული გრივნას ოდენობის შემოსავალი შემოიტანა. ოპერატიულ ოფისში კი გამარტივებული დამომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის პილოტირება მიმდინარეობს. სექტემბრიდან იგეგმება ორივე მიმართულების მთელიუკრაინის მასშტაბით გაფართოება, რაც ეფექტური იქნება, როგორც სისტემური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42