პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს ფუნქციონირებაზე განმარტება გააკეთა
პოლიტიკა - 15:08, 19 Aug, 2014     1418

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციონირებაზე განმარტება გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:

„დღეს ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი სიღრმისეული აზრთა გაცვლა, თუ როგორ უნდა იფუნქციონიროს არსებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე ქვეყნის ერთერთმა მნიშვნელოვანმა ორგანომ, ეროვნული უშიშროების საბჭომ, ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით იმას, რომ ეს ორგანო საქართველოს კონსტიტუციური მოწყობის ერთერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, მისი ეფექტური ფუნქციონირება უზრუნველყოფს უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს, ასეთ გადაწყვეტილებებს სჭირდება სიღრმისეული გააზრება, ეს მოხდება ორგანოში, რომლის ფუნქციაც გაწერილია კონსტიტუციით, ეს არის უშიშრიების საბჭო. ამ ორგანოში მნიშვნელოვნად წარმოდგენილი უნდა იყოს პარლამენტი.

გვქონდა დეტალური და ღრმა დისკუსია, იყო შეხედულებები, შენიშვნები, დამატებითი დეტალები, რომელიც დამუშავდება, იმიტომ, რომ ეს პროექტი მკაფიოდ იქნება განხილული პარლამენტში.

ჩვენი ქვეყნის ეფექტური მუშაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციური ორგანო ეფექტურად მუშაობდეს და ეს იყოს ადგილი, სადაც ერთმანეთს ეთათბირებიან მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორც პარლამენტის ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ჩვენი თანამშრომლობა გაგარძელდება, გავივლით დეტალურად იმ საკითხებს, რაც ამ შეხვედრაზე იქნა წამოჭრილი, ეს არის ის ფორმატი, რაზეც შევთანხმდით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42