ღარიბაშვილი: ჩვენი საქმიანობა მთლიანად ადამიანზეა ორიენტირებული
პოლიტიკა - 14:10, 19 Aug, 2014     1110

„მთავრობა მუშაობს ისეთ სახელმწიფო პოლიტიკაზე, რომელიც მთლიანად ადამიანზეა ორიენტირებული“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოლიდარობის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს პირველ სხდომაზე განაცხადა.

„ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სოციალური სამართლიანობისა და სოლიდარობის განცდის დამკვიდრებას, საბოლოოდ კი სოლიდარული საზოგადეოების ჩამოყალიბებას, რის გარეშეც წარმოუდგენელია ცივილიზებული სახელმწიფო და ცივილიზებული საზოგადოება.

სამოქალაქო სოლიდარობის გარეშე არათუ ჩვენნაირ სახელმწიფოს, არამედ განვითარებულ ქვეყნებსაც კი უჭირთ ყველა პრობლემის დაძლევა. სწორედ ამ პროცესის ერთ-ერთ უპირველეს ნაბიჯად შეიძლება მივიჩნიოთ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ დაფუძნება.

სწორედ ამ საკითხის გადასაჭრელად გამოვედით ინიციატივით და შევქმენით ფონდი, რომლის საქმიანობაც ითვალისწინებს სახელმწიფოს, საზოგადოებისა და კერძო სექტორის თანამონაწილეობას იმისათვის, რომ მოხდეს ალტერნატიული არასაბიუჯეტო რესურსების მობილიზება. ამით შესაძლებელი გახდება ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული და თითქმის გადაუჭრელი საკითხის მაქსიმალურად მოგვარება - ამ ფონდის მეშვეობით ჩვენ, მთელი საზოგადოება, ჩვენი სოლიდარობით შევძლებთ უმძიმესი სენით დაავადებული ბავშვების მკურნალობის დაფინანსებას და პრიორიტეტული სოციალური საჭიროებების დაფინანსებას.

იმედი მაქვს, ფონდის ეფექტიანი ამოქმედებით ქვეყანა შეძლებს ონკოლოგიური პაციენტების პრობლემის დაძლევას. ფონდის საქმიანობის ეტაპობრივად გააფართოება კი, საშუალებას მოგვცემს სხვა ყველაზე მწვავე სამედიცინო და სოციალურ საკითხებსაც გავუმკლავდეთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42