საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს 21-22 აგვისტოს ეწვევა.
როგორც აზერბაიჯანულ მედიას საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში განუცხადეს, პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანსა და პრემიერ ოვიკ აბრამიანთან გამართავს შეხვედრებს.
შეხვედრის მსვლელობისას მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები განიხილება. განსაკუთრებული ყურადღება იმ ვითარებას დაეთმობა, რაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სომხეთის გეგმებს შეეხება. მხარეები შექმნილი წინააღმდეგობისა და ურთიერთობისთვის მისაღები ფორმატის გამოძებნის საკითხებს განიხილავენ.
გარდა ამისა, აზერბაოჯანული მედიის ცნობით, სომხეთი საქართველოს მხრიდან მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან სავიზო რეჟიმის შემოღების საკითხსაც შეეხება.
მასალის გამოყენების პირობები






