ბატონო პრეზიდენტო, გახსენით სიცოცხლის დერეფანი უკრაინელი ბავშვებისთვის! - გივი თარგამაძე
სოც.მედია - 11:00, 19 Aug, 2014     2022
ბატონო პრეზიდენტო, ჩემი და ჩვენი დაპატიმრებული მეგობრების სახელით გთხოვთ, ნუ აჭმევთ სირცხვილს ქვეყანას, რომლის მეთაურიც ბრძანდებით, - საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე ფესიბუქ-გვერდის მეშვეობით საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მიმართავს.

,,საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს

ბატონო გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ხელისუფლებას უკანონოდ ჰყავს დაპატიმრებული ჩემი ორი პირადი მეგობარი; მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პოლიტიკური ძალა არის დაკავებული პოლიტიკური ოპონენტების დევნით და ანგარიშსწორებით; მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთას მე მაქვს სრული საფუძველი და უტყუარი ინფორმაციაც საიმისოდ, რომ თავს დაგესხათ და პასუხი მოგთხოვოთ, არათუ ამას არ ვაკეთებ, მეტიც, როგორც საქართველოს უბრალო მოქალაქე, უმორჩილესად გთხოვთ: დღეს ფერიცვალობაა, დილის 06 საათი და ათი წუთი. ერთი წამიც არ მიძინია უკრაინა-რუსეთის ომის შუაგულში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის, თუნდაც, მხოლოდ ბავშვების გადარჩენის ვარიანტებზე ფიქრში. თქვენ, თავად მამა, ხედავთ, რომ მათ უმოწყალოდ ხოცავენ პირდაპირი დამიზნებით ნაღმმტყორცნებებითა და ზალპური საარტილერიო დანადგარებით. ნუთუ, საქართველოს სახელმწიფო თქვენის სახით ახლავე, მაქსიმუმ 08 საათამდე არ გააკეთებს განცხადებას და არ გამოიჩენს ინიციატივას, რამდენსაც საქართველოს ინფრასტრუქტურა დაიტევს, იმდენი დევნილი დაუყოვნებლივ გადმოვიყვანოთ ჩვენს ქვეყანაში? ომმა დონეცკისა და ლუგანსკის ცენტრებში გადაინაცვლა. ეს უზარმაზარი ქალაქები, ოლქებია. ხალხი სპონტანურად გარბის და ნებისმიერი მიმართულების ბილეთებს ყიდულობს. ბატონო პრეზიდენტო, ჩემი და ჩვენი დაპატიმრებული მეგობრების სახელით გთხოვთ, ნუ აჭმევთ სირცხვილს ქვეყანას, რომლის მეთაურიც ბრძანდებით. უკრაინა ყოველთვის იდგა ჩვენს გვერდით და ყოველთვის იდგება. ახლა მას სჭირდება დახმარება და ზურგს ნუ შევაქცევთ. ეს პირადად თქვენი პასუხისმგებლობაა და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, როგორც ადამიანს, ხელმძღვანელს, მამას! მიკიბ-მოკიბვის გარეშე, საქართველოს სახელით, გახსენით სიცოცხლის დერეფანი უკრაინელი ბავშვებისთვის! გააკეთეთ ეს და შემდეგ ნებისმიერი ბრალდებით დამაპატიმრედ. მივიღებ ამას უდრტვინველად და ხმას არ გავიღებ პოლიტიკურ დევნაზე“, - წერს გივი თარგამაძე ,,ფეისბუქის“ გვერდზე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42