რუსული ემბარგო - ხელისუფლების არაერთგვაროვანი პოზიცია და ოპოზიციის მორიგი გაფრთხილება
პოლიტიკა - 21:34, 18 Aug, 2014     1897
რუსეთის მიერ საქართველოსთვის ემბარგოს შესაძლო დაწესებას აფასებენ ,,ნაციონალურ მოძრაობაში“, ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ცდილობს არ გააღიზიანოს რუსეთი, თუმცა კრემლს თავისი დღის წესრიგი აქვს.

უმრავლესობაში აცხდებენ, რომ ქვეყნის პოზიცია არ იცვლება - დასავლური კურსი და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება კვლავ პრიორიტეტულია.

,,ამ პარტიის ეს განცხადება მიანიშნებს იმაზე თუ რას ფიქრობენ იმ წრეებში, რომლებიც ლოიალურად არიან განწყობილნი რუსეთის ხელისუფლებასთან. ამიტომაც საქართველოს გეგმებს ეს განცხადება ვერ შეცვლის“, - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

,,მსოფლიო უერთდება ემბარგოს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ საქართველო არ უერთდება სამწუხაროდ. არ არის გამორიცხული, რომ კრემლმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერ აკეთებს, რომ თითქოს რუსეთი არ გააღიზიანოს, მაგრამ რუსეთს თავისი დღის წესრიგი აქვს. რუსეთის ბაზარი უაღრესად პოლიტიზირებულია და გადაწყვეტილებას ხარისხის მიხედვით კი არ იღებენ, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობის მხიედვით“, - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.

„საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ აღდგენილიყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან, ეს არის აბაშიძე-კარასინის ფორმატის წარმატება. ნელ-ნელა გაიხსნა რუსეთის ბაზარი საქართველოს პროდუქციისათვის, რა საკვირველია არ არის გამორიცხული ახალი ემბარგო, ჩვენ ეს გამოცილება მივიღეთ 2006 წელს, როდესაც რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი პროდუქცია ვეღარ შედიოდა რუსეთის ბაზარზე, თუ ეს ისევ განმეორდება, რა თქმა უნდა ჩვენ შევეგუებით და მოვერგებით ახალ სიტუაციას“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრისგან განსხვავებით, მორიგ ემბარგოს გამორიცხავს ეკონომიკის მინისტრი, კირიკაშვილი იმედს იტოვებს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერაში რუსეთი არ დაინახავს საშიშორებას.

კომპანია ,,თბლიღვინოში“ ფიქრობენ, რომ ემბარგო არ იქნება სასურველი, თუმცა მათი თქმით, ეს ბიზნესს სერიოზულ დარტყმას ვერ მიაყენებს. ,,სანამ დაიხურებოდა ბაზარი, მთლიანი ექსპორტის 90% გადიოდა რუსეთში და მაშინ ძალიან ძლიერი დარტყმა იყო. ჩვენი კომპანიისთვის იქნება მნიშვნელოვნად ნეგატიური მოვლენა, მაგრამ ამას კომპანია გადაიტანს“, -აცხადებს ,,თბლიღვინოს“ პრეზიდენტი.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვი ეკონომიკური ემბარგოს დაწესების წინადადებით ,,ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ წევრი დიმიტრი მედვედევს მიმართავს. რომან ხუდიაკოვი აცხადებს, რომ ამისთვის ორი მიზეზი არსებობს - ქვეყნების ევროპული კურსი და რუსეთის დაცვა უხარისხო ევროპული პროდუქციისგან, რომელიც მისი თქმით, შესაძლოა რუსულ ბაზარზე ამ ქვეყნების გავლით შევიდეს.

,,როდესაც საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, ჩვენ ძალიან შევშფოთდით. ამ ქვეყნებმა გააკეთეს საკუთარი არჩევანი და ნორმალურია, რომ მათ ახლა ახალი ბაზრების მოძიებაზე იფიქრონ“

ემბარგო საქართველოს რუსეთმა 2006 წელს დაუწესა და 2011 წლიდან ეტაპობრივად მოხსნა. გამოიყენებს თუ არა რუსეთის კიდევ ერთხელ ემბარგოს საქართველოსთან მიმართებაში, ამ საკითხზე მსჯელობა, სავარაუდოდ, ოქტომბერში კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე გაირკვევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42