საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი შესაძლოა საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალთან ანგარიშვალდებული აღარ იყოს. კანონპროექტი, რომელიც აპრილში თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა, მთავრობამ მოიწონა და პარლამენტს წარუდგინა, ითვალისწინებს, რომ გენერალური შტაბის უფროსი პრეზიდენტის წინაშე აღარ იქნება პასუხისმგებელი. შეიარაღებული ძალების რიცხოვნობას და მობილიზაციას განსაზღვრავს მთავრობა კანონის ნაცვლად. თუმცა, დღეისათვის თავდაცვის სამინისროში განმარტავენ, რომ ეს მუხლები შეიცვლება.
მოსალოდნელ ცვლილბებთან დაკავშირებით უარყოფითი შეფასება აქვთ ანალიტიკური სფეროს წარმომადგენლებს. საქართველოს ატლანტიკურმა საბჭომ კანონპროექტის შესახებ რეკომენდაციები უკვე დადო. თავდაცვის სამინისტროს დღევანდელ განცხადებას თავის მართლებას უწოდებენ, ხოლო კანონპროექტს ერთმნიშვნელოვნად არამართებულად მიიჩნევენ.
„საკმაოდ უსუსურია თავდაცვის სამინისტროს ეს განცხადება, თავის მართლებას ჰგავს, აქამდე თუ იყო მცდელობა პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულიყო რაიმე სფეროში, ამ კანონპროექტში წერია, რომ კონსტიტუციური ჩანაწერის მიუხედავად, შეიარაღბული ძალების შემადგენლობას მთავრობა განსაზღვრავსო, იმ დროს, როდესაც კონსტიტუცია გვეუბენბა, რომ სამხედრო ძალების შემადგენლობა კანონით განისაზღვრება, ამ კანონპროექტის ავტორები უფრო შორსაც წავიდნენ. არა თუ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვაზე მიდიან, არამედ პარლამენტსაც ართმევენ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებებს“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
მომზადებულია „მოამბეს“ რეპორტაჟის მიხედვით
მასალის გამოყენების პირობები






