ბათუმში აშშ-ის მე-6 ფლოტის კრეისერი „ველა გალფი“ შემოვიდა
პოლიტიკა - 20:25, 18 Aug, 2014     2003
ბათუმის პორტში დღეს აშშ-ის მე-6 ფლოტის კრეისერი „ველა გალფი“ შემოვიდა. გემის ეკიპაჟს პორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სანაპირო დაცვის წარმომადგენლები დახვდნენ. ისინი გემის კაპიტანს რობერტ კატცის და ამერიკის შეიარაღებული ძალების საზღვაო ატაშეს, ვიცე პოლკოვნიკს რიჩარდ ბრეიდის შეხვდნენ. გემის შემოსვლის აღსანიშნავად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორკესტრმა ამერიკისა და საქართველოს ჰიმნები შეასრულა. აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა კი ფოლკლორული საცეკვაო ნომრები. საზეიმო დახვედრის ბოლოს ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილმა ბავშვებმა სტუმრებსა და მასპინძლებს თიხის ფიალებით ადგილობრივი ღვინო დააგემოვნებინეს.

„ველა გალფი“ მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ტაიკონდეროგას კლასის ხომალდია. მისი ვიზიტი ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ძალისხმევას, გააღრმავოს ურთიერთობა ნატოელ მეკავშირეებსა და საქართველო და პარტნიორებთან, ხელი შეუწყოს საერთო ამოცანების გადაწყვეტას, აგრეთვე მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებას შავი ზღვის რეგიონში.

საქართველოში ყოფნისას, „ველა გალფი“ სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთად რუტინულ ერთობლივ წვრთნებს გამართავს, უმასპინძლებს დამთვალიერებლებს, აგრეთვე უმასპინძლებს მიღებას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების პატივსაცემად. „ველა გალფის“ ბათუმში სტუმრობა აშშ-ის სამხედრო ფლოტის გემების წინა ვიზიტების გაგრძელებაა. სტუმრობის მიზანია პროფესიული და ადამიანური ურთიერთობების გაღრმავება შეერთებულ შტატებს, მის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის.

შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის გემები პერიოდულად სტუმრობენ შავი ზღვას მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42