ნანუაშვილი პატიმრის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას პროკურატურას სთხოვს
პოლიტიკა - 15:17, 18 Aug, 2014     575

საქართველოს სახლხო დამცველი უჩა ნანუაშვილი რუსთავი #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პატიმრის გარდაცვალების ფაქტი პროკურატურამ უნდა გამოიძიოს:

„მსჯავრდებული ყელის არეში მიყენებული დაზიანებით საპირფარეშოში თანამესაკნეებმა იპოვეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება – დაიცვას ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თავისუფლება აღკვეთილ პირებთან მიმართებით. სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისმა ორგანომ უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა დაიცვას პატიმართა სიცოცხლე და პირადი უსაფრთხოება. ამდენად, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, იყო თუ არა მიღებული ყველა გონივრული ზომა მსჯავრდებულ ჯიდო ფირცხელიანის სიცოცხლის დასაცავად. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საპირფარეშოში ელექტრონული მეთვალყურეობის სისტემის დაუშვებლობაზე აპელირება, როგორც ეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაში იყო მოცემული, ვერ პასუხობს კითხვაზე, მიღებული იყო თუ არა ყველა გონივრული ზომა მსჯავრდებულის სიცოცხლის დასაცავად. აუცილებელია, ჩატარდეს დროული და ყოვლისმომცველი გამოძიება და ამასთან, გამოძიების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ ეჭვების გამორიცხვის მიზნით, მნიშვნელოვანია, საგამოძიებო მოქმედებები უშუალოდ საქართველოს პროკურატურამ აწარმოოს. როგორც ოჯახის წევრებმა, ასევე საზოგადოებამ უნდა მიიღოს სარწმუნო პასუხი არსებულ ყველა კითხვაზე.

ამასთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა სხეულის დაზიანების და პროტესტის ნიშნად შიმშილობის ფაქტებს, შეისწავლოს პატიმართა საჭიროებები და მიაწოდოს შესაბამისი მომსახურება, მათ შორის, დანერგოს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისები და მხოლოდ ჰუმანიტარული თანადგომის პირობებში, პატიმართა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს ე.წ. დინამიური უსაფრთხოების კონცეფცია. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები და დაცული იყოს პატიმართა სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42