ვინაიდან ღარიბაშვილის მიმართ საერთაშორისო კრიტიკა მძაფრდება , მერგველაშვილს სურს , რომ დასავლეთისათვის მისაღები კანდიდატურა თავად იყოს- აცხადებს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა.
კუკავა თქმით, იმ ფონზე როცა ღარიბაშვილს დასავლელ ლიდერებთან ურთიერთობა დაეძაბა „ მარგველაშვილი ლეგიტიმაციის წყაროებს ეძებს, პრეზიდენტმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თითქმის ყველა უცხოური ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს დაურეკა.
„ მარგველაშვილის გარდა ღარიბაშვილს უკვე ალასანიამაც ამოუღო ყვითელი ბარათი, პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილის რომელ საელჩოზეა მიერთებული , ყველამ ვიცით და თუ საჭირო გახდა ღარიბაშვილს ისიც ღიად დაუპირისპირდება“-აცხადებს კუკავა
კუკავას განცხადებით „დღეს ყველა ტელევიზია, ყველა ექსპერტი და ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ღარიბაშვილის მტერია.“
კახა კუკავას განცხადებით პრეზიდენტს საერთო ინტერესები „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ გააჩნია, მათ ღარიბაშვილის სახით საერთო მტერი ჰყავთ.
მასალის გამოყენების პირობები






