„შევარდნაძემ ყველაფერი გააკეთა, რათა სააკაშვილი წარმატებული პრეზიდენტი ყოფილიყო, სამაგიეროდ, მან მიიღო უფლება და გარანტიები, კრწანისის რეზიდენცია საკარმიდამო ნაკვეთად ექცია, რეზიდენციის ეზოში მეუღლე დაესაფლავებინა, მის საოჯახო ბიზნესსა და ქონებას არავინ შეხებოდა“- აცხადებს „ასავალ-დასავალთან“ საუბარში ჟურნალისტი და უფლებადამცველი ლალი მოროშკინა.
მოროშკინა ჰყვება, რომ აფხაზეთში ტვირთების შეტანასთან დაკავშირებული ყველა დეტალი შევარდნაძესთან თანხმდებოდა, მისი თქმით, ამის შესახებ პირადად რუსლან ქიშმარიასგან იცოდა. ,,ქიშმარიამ მითხრა, რაც აფხაზეთში ხდება, ყელაფერი არის გათამაშებული, თბილისიდან იბლოკებაო. ჰუმანიტარული ტვირთების შემოტანის უფლებას არავინ მოგცემსო. ერთი სიტყვით ქიშმარიამ მწვანე შუქი ამინთო, შემოიტანე ტვირთებიო. გახარებული ჩამოვედი შევარდნაძსთან და ვამცნე, აფხაზები თანახმა არიან ჰუმანიტარული ტვირთების შევიდესთქო და იცით რა მიპასუხა? - აფხაზეთს მიშიკო მიხედავს და ჯერ აქტიურობა არ არის საჭიროო!, ედუარდმა ცივად გამიმეორა - მიშიკო მიხედავს, მოიცადე!"
მოროშკინა ირწმუნება, რომ ე.წ „ვარდების რევოლუცია“ თავიდან ბოლომდე შეთანხმებული იყო ედუარდ შევარდნაძესთან, ხოლო შევარდნაძის გარდაცვალებით მიხეილ სააკაშვილმა დიდი პედაგოგი და ჭკუის დამრიგებელი დაკარგა, რომელსაც მიშა კრწანისის რეზიდენციაში ბოლო დრომდე სტუმრობდა და რჩევას ეკითხებოდა.
წყარო „ასავალ-დასავალი“
მასალის გამოყენების პირობები






