საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ იმ თემაზე გააკეთა კომენტარი, სადაც განიხილება შესაძლებლობა რუსეთის მიერ საქართველოსთვის ემბარგოს დაწესების შესახებ:
„საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ აღდგენილიყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან, ეს არის აბაშიძე-კარასინის ფორმატის წარმატება. ნელ-ნელა გაიხსნა რუსეთის ბაზარი საქართველოს პროდუქციისათვის, რა საკვირველია არ არის გამორიცხული ახალი ემბარგო, ჩვენ ეს გამოცილება მივიღეთ 2006 წელს, როდესაც რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი პროდუქცია ვეღარ შედიოდა რუსეთის ბაზარზე, თუ ეს ისევ განმეორდება, რა თქმა უნდა ჩვენ შევეგუებით და მოვერგებით ახალ სიტუაციას“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვი ეკონომიკური ემბარგოს დაწესების წინადადებით ,,ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ წევრი დიმიტრი მედვედევს მიმართავს. რომან ხუდიაკოვი აცხადებს, რომ ამისთვის ორი მიზეზი არსებობს - ქვეყნების ევროპული კურსი და რუსეთის დაცვა უხარისხო ევროპული პროდუქციისგან, რომელიც მისი თქმით, შესაძლოა რუსულ ბაზარზე ამ ქვეყნების გავლით შევიდეს.
,,როდესაც საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, ჩვენ ძალიან შევშფოთდით. ამ ქვეყნებმა გააკეთეს საკუთარი არჩევანი და ნორმალურია, რომ მათ ახლა ახალი ბაზრების მოძიებაზე იფიქრონ“
მასალის გამოყენების პირობები






