ირაკლი ალასანია სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება
პოლიტიკა - 11:23, 18 Aug, 2014     1187

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ნახიჩევანში ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს გამართავს.

დღეს, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აზერბაიჯანელ კოლეგას გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს შეხვდება. შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

ხვალ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა იგეგმება. ირაკლი ალასანია, ზაკირ ჰასანოვი და ისმეთ ილმაზი თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.

განსაკუთრებული ყურადღება რეგიონის სტრატეგიული ენერგო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ერთობლივი დაცვის საკითხებს დაეთმობა.

"სამმხრივ შეხვედრას უკვე დიდი ხანია ვამზადებთ. შარშანაც ამ ინიციატივით ქართული მხარე გამოვიდა. ეს იქნება აზერბაიჯანში სამი მინისტრის პირველი ფორმალური შეხვედრა. მთლიანად ეს შეხვედრები და შემდეგ უკვე შესაბამისად გაფორმებული შეთანხმება მიეძღვნება იმ დაგეგმარებას, რომელსაც სამი ქვეყანა და შეიარაღებული ძალები შეუდგება, თუ როგორ უნდა მოხდეს კრიტიკულ ვითარებებში ჩვენი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაცვა, ჩვენი ნავთობსადენების, გაზსადენების, რკინიგზის კომუნიკაციების დაცვა იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება სამხედრო ესკალაცია. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მიმართული უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხის დარეგულირებაზე. არავის საწინააღმდეგო ნაბიჯი ეს არ არის. პირიქით, ამგვარი შეთანხმებები კიდევ დამატებით საფუძველს და საყრდენს ქმნის რეგიონალური სტაბილურობის," განაცხადა თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანში გამგზავრების წინ.

ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრები ასევე შეხვედრას გამართავენ ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარესთან ვასიფ თალიბოვთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42